Home » მთავარი » იგეგმება მთის კურორტების განვითარების კომპანია, რომელსაც სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს

იგეგმება მთის კურორტების განვითარების კომპანია, რომელსაც სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს

-“წინ გველოდება  ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციების პერიოდი, დარწმუნებული ვარ, კერძო სექტორი აიტაცებს სახელმწიფოს ინიციატივებს და პარტნიორად მოგვევლინება ქვეყნის განვითარების პროცესში“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომაზე.

გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით,  მთავრობა მუშაობს კურორტ თეთნულდის განვითარების გეგმაზე, იგეგმება მთის კურორტების განვითარების კომპანიაში მენეჯმენტის გაძლიერება, რა მიზნითაც არჩევნების შემდეგ სახელმწიფო „შპს“ დაფუძნდება და მას სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს.
„განვიხილეთ მენეჯმენტის გაძლიერების საკითხი და ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ  მთის კურორტების განვითარების კომპანიაში დაფუძნდეს  სახელმწიფო „შპს“ , რომელსაც არჩევნების ჩატარების შემდეგ სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს. იგი არის ძალიან გამოცდილი სპორტსმენი, კინორეჟისორი, აქვს ძალიან კარგი საერთაშორისო გამოცდილება და ვთვლით, რომ ძალიან კარგი იქნება მისი ჩართვა ამ მიმართულებით იმისთვის, რომ განსაკუთრებული ძალისხმევა გავწიოთ, რომ  მოკლე დროში შევქმნათ ის აუცილებელი ინფრასტრუქტურა, რაც კურორტის საერთაშორისო პრომოციას შეუწყობს ხელს.  ბატონი სოსო, მოგეხსენებათ, არის ადგილობრივი, წარმოშობით სვანია და მისი ჩართვა მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ ჩვენ ეს კურორტი ისე განვავითაროთ, რომ მულახის თემის მაცხოვრებელთა ინტერესები იქნას მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნას.  სოსო ჯაჭვლიანი მიიღებს აქტიურ მონაწილებას ამ კომუნიკაციაშიც სახელმწიფოს მხრიდან,“–აღნიშნა პრემიერმა.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ირაკლი პეტრიაშვილმა ალბანეთის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების გაერთიანების კონგრესში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და ამავდროულად პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) პრეზიდენტი ალბანეთში სპეციალური მიწვევით ...