Home » მთავარი » ივანიშვილს საქმეს საგანელიძეები, თოფაძეები, ხაინდრავები და ათასი რჯულის ხალხი უფუჭებს…(ვიდეო)

ივანიშვილს საქმეს საგანელიძეები, თოფაძეები, ხაინდრავები და ათასი რჯულის ხალხი უფუჭებს…(ვიდეო)

„ერეკლე მეორეს საზოგადოების“ ლიდერი არჩილ ჭყოიძე მიიჩნევს, რომ ქვეყნის პირველ პირებს სახელს მათივე გარემოცვა უფუჭებს საქმეს. ჭყოიძის თქმით ასე იყო სააკაშვილის შემთხვევაში და ასეა ახლაც, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ უამრავ კეთილ საქმეს მისი გარემოცვა აკნინებს. მისივე თქმით დამნაშავეა საზოგადოებაც, რომელიც ამბობს, რომ უნდა ვაცალოთ.

-„სააკაშვილი პირველად 2 ოთახიან ბინაში ცხოვრობდა და ეკონომკლასით დაფრინავდა, მაგრამ როცა გარემოცვამ გააგიჟა, კი ნახეთ რა მოხდა…

ასეა დღესაც. ბიძინა ივანიშვილს უამრავი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული, მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ ამ კეთილ საქმეს საგანელიძეები, თოფაძეები, ხაინდრავები და ათასი რჯულის ხალხი წყალში ყრის, ანადგურებს და ანგრევს. საზოგადოებამ უნდა ამოიღოს ხმა, ახლა ისე ხდება-მსუქან კაცს კიდევ ქონი მიაკერესო. ბიუჯეტიდან ისევ ოლიგარქები იღებენ ფულს იმის მაგივრად, რომ ხალხს მოახმარონ“-აცხადებს ჭყოიძე.

Facebook Comments
x

Check Also

მელაძე შეხვედრების დეტალებს ყვება…

ნოდარ მელაძე “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებას ეხმაურება. სალიას გადაწყვეტილებით, ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. ნოდარ მელაძე ...