Home » მთავარი » ივა ჩიღვინაძე – პრეზიდენტის კონსულტანტი

ივა ჩიღვინაძე – პრეზიდენტის კონსულტანტი

ირმა ნადირაშვილმა ივა ჩიღვინაძის შესახებ ფეისბუკზე სტატუსი გამოაქვეყნა:

-„მაინტერესებს მართალია თუ არა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მარგველაშვილმა თავის მრჩევლად ივა ჩიღვინაძე დანიშნა.

ეს ის ჩიღვინაძეა, რომელმაც 26 მაისს ნინო ბურჯანაძის მანქანით პოლიციელი , ვლადიმერ მანსურაშვილი მოკლა.

და რომელიც ბესელიამ პოლიტპატიმრის სტატუსით გამოუშვა.”

ნადირაშვილის ამ სტატუსს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე  ეხმაურება:

“თავის ჩვეულ სტილში ნაციონალური მოძრაობა, ამჯერად მტკნარი სიცრუით აგრძელებს უკვე მეორე წრეზე იმ ხალხის დევნას, რომელიც თავის დროზე მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში და რომელიც უკვე ერთხელ იყო პოლიტიკური დევნის მსხვერპლი. ეს სამწუხარო რეალობა არის ქართული ოცნების ხელისუფლების უნიათობის ბრალი ნაწილობრივ. ივა ჩიღვინაძე ნამდვილად იმუშავებს პრეზიდენტის კონსულტანტად და მისი უშუალო საქმე იქნება სწორედ ის, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილეობას იღებდა წინააღმდეგობით მოძრაობაში სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და იყო პოლიტიკურად დევნილი, სრულად აღდგეს საკუთარ უფლებებში.”

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

უამრავი სიურპრიზი – ზედაზენი „ბლექსი არენაზე” დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიებების სპონსორია

სს “ქართული ლუდის კომპანია” Check in Georgia-ს ფარგლებში,  „ბლექ სი არენაზე” განხორციელებული და დაგეგმილი მნიშვნელოვანი ...