Home » მთავარი » იზორია მიუნხენის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობს

იზორია მიუნხენის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობს

17-19 თებერვალს მიუნხენი უსაფრთხოების 53-ე კონფერენციას მასპინძლობს. ფორუმში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. საერთაშორისო კონფერენციას საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელთან ერთად თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრება.

კონფერენციის ფარგლებში მსოფლიოს 500-მდე ლიდერი გლობალური მასშტაბით არსებულ კრიზისებსა და საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევებზე იმსჯელებენ. ფორუმის დღის წესრიგშია ასევე, ტრანსატლანტიკური ურთიერთობები და ნატოს მომავალი, ევროპის სახელმწიფოებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა, რუსეთთან ურთიერთობა.
კონფერენციაში გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერესი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, 30-ზე მეტი სახელმწიფოს მთავრობის მეთაური, 80-ზე მეტი საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრი მონაწილეობს.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია წამყვანი საერთაშორისო და დამოუკიდებელი ფორუმია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში. ყოველწლიურ კონფერენციაზე მიუნხენში იკრიბებიან გადაწყვეტილების მიმღები პირები და ექსპერტები, სახელმწიფო ლიდერები, საგარეო და თავდაცვის მინისტრები, დიპლომატები, სამხედრო ლიდერები, პარლამენტარები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კერძო სექტორის ექსპერტები, აკადემიკოსები. კონფერენციის მონაწილეები გლობალური უსაფრთხოების არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს განიხილავენ და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობენ.

Facebook Comments
x

Check Also

გირჩი წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ პარტიული სიით

ზურა ჯაფარიძე “გირჩი” “შემოდგომაზე ხელისუფლების ცვლილებისთვის მაჟორიტარულ ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმება არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ...