Home » მთავარი » იზორია: შეიძლება ზოგიერთმა თქვენგანმა ამის შესახებ არ იცით…

იზორია: შეიძლება ზოგიერთმა თქვენგანმა ამის შესახებ არ იცით…

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ლევან იზორიამ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების მიერ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე დასმულ კითხვებზე პასუხისას ხაზი გაუსვა წინა ხელისუფლების პერიოდში გახარჯულ თანხებს თავდაცვის სამინისტროში და განაცხადა, რომ 2005-2008 წლებში 32 მილიონი დოლარი გაქრა კერძოდ სამხედრო ტექნიკის შესაძენად გათვალისწინებული. იზორიას თქმით 8 მილიონი ევრო დაიკარგა სწორედ 2012 წელს სატანკო ნაწილების შესაძენად და ეს საქმეები პროკურატურაშია.

-„მინდა ერთი ფაქტი იცოდეს საზოგადოებამ, შეიძლება ზოგიერთმა თქვენგანმა ამის შესახებ არ იცით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანს ამაზე ინფორმაცია ექნება, თუ არ აქვს ეს სამწუხაროა. თქვენი ხელისუფლების პირობებში, 32 მილიონი დოლარი გაქრა 2005-2008 წლებში, კერძოდ სამხედრო ტექნიკის შესაძენად გათვალისწინებული, ასევე ბატონო გიგა ბოკერია, თქვენ საყურადღებოდ, რადგან თქვენ იყავით პასუხისმგებელი პირი. 8 მილიონი ევრო დაიკარგა სწორედ 2012 წელს სატანკო ნაწილების შესაძენად. ეს საქმეები პროკურატურაშია, თქვენ შეგიძლიათ გამოითხოვოთ საჯაროდ ვამბობ, რადგან  მოსახლოებამ უნდა იცოდეს, როგორ ზრუნავდით მათ თავდაცვისუნარიანობაზე. მოდით ყველამ ვთქვათ, სად მიემართებოდა ეს თანხები. ეს თანხები მიემართებოდა თქვენს ჯიბეში. წინასაარჩევნო კამპანიაც შემიძლია ვივარაუდო, რომ სწორედ ამ თანხებით ფინანსდებოდა. ეს ყველაზე დიდი უპასუხისმგებლობა, როდესაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას ასუსტებს, როდესაც შედეგად გაქვს დაკარგული ტერიტორიები და როდესაც ხალხს უნდა უთხრათ ამის შესახებ“- განაცხადა იზორიამ.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

გედევან ფოფხაძე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს  ტოვებს

დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს  ტოვებს. როგორც ფოფხაძემ კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ...