Home » კატეგორიის გარეშე » ილია მეორემ მრევლს მიმართა, ხუთშაბათობით საქართველოს გადარჩენისა და გამთლიანებისთვის ილოცონ

ილია მეორემ მრევლს მიმართა, ხუთშაბათობით საქართველოს გადარჩენისა და გამთლიანებისთვის ილოცონ

პატრიარქის ლოცვა კურთხევით, ყოველ ხუთშაბათს 12:00 საათზე საქართველოს გადარჩენისა და გამთლიანებისთვის ლოცვებს წაიკითხავენ, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა. 

ილია მეორემ საქართველოს ღვთისმშობლობის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს დღე კაცობრიობის გადარჩენის დასაწყისია.

“უნდა ვიფიქროთ ჩვენს წარსულზე, დღევანდელ დღეზე და მომავალზე. უნდა ვიცოდეთ, რომ ყველაფერი ღვთისგანაა. ჩვენ დღეს ვფიქრობთ, რა უნდა გავაკეთოთ, რათა საქართველო გადავარჩინოთ. უნდა ითქვას, რომ დღევანდელი დღე არის საწყისი ჩვენი ცხოვრებისა. ხშირად გვეკითხებიან, რა უნდა გააკეთოს ეკლესიამ ადამიანის გადარჩენისათვის. ვფიქრობ, რომ ჩვენი გადარჩენა ჩვენს მთლიანობაშია. უნდა გავმთლიანდეთ და გავერთიანდეთ. ასეთი დღე უნდა იყოს გამოყოფილი. ეს დღე უნდა იყოს ხუთშაბათი. ყველას გეძლევათ ლოცვა კურთხევა, ვისაც გაქვთ სურვილი და დრო, ხუთშაბათობით დილით მობრძანდეთ წირვაზე , 10:00 საათზე კი მრევლი შეხვდება ერთმანეთს, 12:00 საათზე, იქნება ლოცვა საქართველოს გადარჩენისა და მთლიანობისათვის. ვფიქრობ, რომ ეს გამოიღებს დიდ შედეგს, ჩვენი ერი გამთლიანდება და გადარჩება”, – აღნიშნა ქადაგებისას უწმინდესმა.

 

Facebook Comments
x

Check Also

სვეტიცხოვლის მადლი გფარავდეთ!

დღესასწაული კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა მცხეთობა – სვეტიცხოვლობა ტროპარი: კათოლიკე ეკლესიისა დღესასწაული, სუეტისა ...