Home » მთავარი » “იმას, რაც ხდება საოკუპაციო ხაზზე, აქვს ერთ-ერთი ასეთი მიზანი…”

“იმას, რაც ხდება საოკუპაციო ხაზზე, აქვს ერთ-ერთი ასეთი მიზანი…”

“იმას, რაც ხდება საოკუპაციო ხაზზე, აქვს ერთ-ერთი ასეთი მიზანი, აიძულოს ქართული მხარე, დაიწყოს საუბარი სამხრეთ ოსეთის ე. წ. ხელისუფლებასთან ე. წ. საზღვრის დემარკაციაზე, რაც აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის. არ არის გამორიცხული, ეს პროცესი გაგრძელდეს.

ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, საერთაშორისო საზოგადოების, დასავლელი პარტნიორების ზეწოლით ეს პროცესი შეჩერდეს, შეწყდეს და დაიწყოს ამ პრობლემების მოგვარება. ამას ხელისუფლება ცდილობს ყოველდღიურ რეჟიმში. ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძალისხმევის 80 პროცენტი ყოველდღიურად ამ უმძიმესი პრობლემის მოგვარებისკენაა მიმართული”, – განაცხადა პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ პრესკონფერენციაზე.

ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

Facebook Comments
x

Check Also

აქციას მინსკში ექიმები შეუერთდნენ – “ერთად ძალა ვართ!”

ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი გრძელდება. დემონსტრანტები ლუკაშენკოს მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას ...