Home » მთავარი » „იმედის წიგნის“ პრეზენტაცია ზუგდიდში (ვიდეო)

„იმედის წიგნის“ პრეზენტაცია ზუგდიდში (ვიდეო)

მთავარი სათქმელი, რისი მიტანაც საზოგადოებამდე უნდა…

ბერძნულ-რომალი სტილით მოჭიდავე, მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონის, რომან რურუას წიგნის „მინდა ვიცხოვრო ბედნიერებით სავსე სამშობლოში“ პრეზენტაცია ამჯერად ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში გაიმართა. ეს ავტორისთვის მეორე წიგნია. პირველი, საკუთარი ცხოვრების შესახებ უფრო ადრე გამოსცა.

შეხვედრას „ქართული ერთობის დარბაზის“ პოლიტსაბჭოს წევრი თემურ შანშიაშვილიც ესწრებოდა.

მისი თქმით, საქართველოს რომ არ ჰყოლოდა რომან რურუა, ასეთი კაცი უნდა გამოეგონებინა:

„ეს იმედის წიგნია. ეს წიგნი არ უნდა გაჩერდეს. რაიონებში ბიბლიოთეკებში მიგვაქვს. ყველამ უნდა წაიკითხოს და ნახოს. თუ ხელისუფლება ძლიერ, საქმიან ადამიანებს ხელს არ შეუშლის და გვერდში დაუდგება, საქართველო ისეთივე წალკოტი იქნება, როგორიც არის რომან რურას ეზო დღეს“.

მისივე თქმით, რომან რურუა არამხოლოდ „ლეგენდარული მოჭიდავეა“, არამედ მეურნე, მშრომელი და მოაზროვნე კაცი.

პრეზენტაციას ესწრებოდა livepress.ge, რომლის ვიდეო-სიუჟეტსაც ახლა გთავაზობთ.

Facebook Comments
x

Check Also

2 ივნისიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტაცია იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით პირველკლასელთა რეგისტრაციის III ...