Home » მთავარი » იმერეთის მუნიციპალიტეტებში საახალწლო სამზადისი სამტრედიის გარდა არსად დასრულებულა

იმერეთის მუნიციპალიტეტებში საახალწლო სამზადისი სამტრედიის გარდა არსად დასრულებულა

2017 წლის დადგომამდე 9 დღე დარჩა -იმერეთის მუნიციპალიტეტებში კი საახალწლო სამზადისი სამტრედიის გარდა არსად დასრულებულა.

2016 წელს დამდეგი 2017 წელი 9 დღეში ჩაანაცვლებს, თუმცა იმერეთის მუნიციპალიტეტებში საახალწლო სამზადისი სამტრედიის გარდა არც ერთში დასრულებული არ არის, ყველა მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ საახალწლო სამზადისი მათ მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს, სამტრედიის მუნიციპალიტეტში კი საახალწლოდ განათებული ნაძვი და ქალაქის მორთულობა თითქმის დასრულებულია, ამავე მუნიციპალიტეტის ქალაქის ცენტრში  ელექტრო ნაძვიც უკვე აინთო, თუ რატომ ჭიანურდება სხვა მუნიციპალიტეტებში საახალწლო სამზადისის განხორციელება, სამტრედიის გარდა იმერეთის 11 ივე მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურში ერთხმად გვიცხადებენ, რომ მათთან საახალწლო სამზადისი მიმდინარეობს, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება, თუმცა როდის, კონკრეტული თარიღი არც ერთ მათგანს არ დაუსახელებია.

„ ჩვენს ქალაქში საახალწლო სამზადისი დასასრულს მიუახლოვდა, ავანთეთ ნაძვიც, რომელიც ელექტროა,შეიძლება ითქვას, რომ მორთულია ქალაქიც, სამტრედიის მუნიციპალიტეტმა იზრუნა რომ სამტრედიელებისთვის საახალწლო განწყობა მალე შეექმნათ და გამოვიდა კიდეც“ აცხადებენ სამტრედის მუნიციპალიტეტში.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

მთავრობის ადმინისტრაციასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული

დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან მთავრობის სხდომის პარარელურად 11:00 საათზე ოპოზიციის აქცია “მაინც დაგაბოქლომებთ” არის დაანონსებული. სწორედ ...