Home » ეს საინტერესოა » იმისათვის, რომ რეალურად გადარჩეს ხევსურეთი, უნდა შეიქმნას შატილის რაიონი

იმისათვის, რომ რეალურად გადარჩეს ხევსურეთი, უნდა შეიქმნას შატილის რაიონი

მიხეილ მუმლაძე
 „ჩვენი საქართველო“-ს ლიდერი
პოლიციისა და იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი

ყოფილხართ შატილის რაიონში ?

იცით თუ არა, რომ მარტო დუშეთის რაიონის ტერიტორია ფართობით მეტია ვიდრე მთლიანად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა?

იმისათვის, რომ რეალურად გადარჩეს კავკასიონის იქითა და კავკასიონის აქეთა ანუ პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთი, ამიტომ საჭიროა საქართველოს პირობებში ამხელა ტერიტორიას გამოეყოს სოფლები და შეიქმნას შატილის რაიონი.

ამისათვის სრულიად არაა საჭირო ახალი საშტატო ერთეულების დამატება და ახალი დაფინანსება. დუშეთის რაიონისათვის ტერიტორიის შემცირების შედეგად დუშეთის რაიონის გამგეობას, პოლიციას და სხვა სამსახურებს შეუმცირდებათ რამდენიმე შტატი, ასევე მცხეთა-მთიანეთის გუბერნიას, ასევე რამდენიმე შტატი თავისუფლად შეიძლება მოაკლდეს საქართველოს რამდენიმე ქალაქს და რამდენიმე სამინისტროს.
ეს ყველაფერი გადანაწილდება შატილის რაიონზე. უნდა შედგეს შატილის რაიონის განვითარების სპეციალური გეგმა, რომელიც გაითვალისწინებს:

ა) სოფლების აღდგენას და კეთილმოწყობას /რა თქმა უნდა აღდგეს ძველებური ციხეები და კოშკებიც/;
ბ) სოფლებისათვის დენის, წყლის, გაზის, კანალიზაციის და ნაგვის პრობლემების გადაწყვეტა;
გ) ყველგან წვრილი ფერმერული მეურნეობის შექმნა;
დ) მთის წყაროების ჩამოსასხმელი საამქროების აშენება;
ე) მეცხოველეობის ფერმებისათვის ზამთრისათვის საკვები საამქროებისა და საწყობების აშენება;
ვ) ადგილობრივი ნაწარმის საამქროს აშენება;
ზ) საზაფხულო და საზამთრო ტურისტული ბაზების აშენება შატილში, მუცოში და ბარისახოში;
თ) შატილში ხევსურეთისა და მთის ისტორიის მუზეუმის აშენება;
ი) შატილში და მუცოში საცხენოსნო ბაზების მოწყობა;
კ) შატილში ან მუცოში ხევსურული პოეზიის, მუსიკის, ცეკვისა და სპორტის ცენტრების გახსნა;
ლ) შატილში, მუცოში, ბარისახოში საბავშვო ბაღებისა და სკოლების, ღია და დახურული სპორტული მოედნების აშენება;

შატილის რაიონში გაკეთდება ბევრი საინტერესო საქმე, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დაბრუნებას, ხევსურეთის ეკონომიკის ფეხზე დაყენებას და იქნება კარგი მაგალითი იმისათვის თუ შემდგომში როგორ კეთილმოეწყოს თუშეთი, ხევი, ჯავახეთი, ფშავი, გარდაბანი, ასპინძა, წალენჯიხა, ბოლნისი, მესტია, ხულო, დედოფლისწყარო, ონი.

შატილის რაიონი უნდა იყოს საჩვენებელი რაიონი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

თავდაცვის მინისტრმა ლატვიის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლატვიის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი  ხასიათის შეხვედრა გამართა.  ირაკლი ღარიბაშვილმა ინგრიდა ლევრენესს  საქართველოს ...