Home » მთავარი » ,,იმიტირებული გამოძიება“ სკოლაში

,,იმიტირებული გამოძიება“ სკოლაში

პროკურატურის ორგანიზებით  საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით პროექტი ,,იმიტირებული გამოძიება“ განხორციელდა

საქართველოს მთავარი პროკურატურის ორგანიზებით, თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით პროექტი ,,იმიტირებული გამოძიება“ განხორციელდა.

დამამთავრებელი კლასის 25-მა მოსწავლემ ორდღიანი გადამზადების შემდეგ, პროკურორების, გამომძიებლების, მოწმეებისა და დაზარალებულების როლი მოირგეს და იმიტირებული გამოძიების ფარგლებში ჩაატარეს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები: შემთხვევის ადგილის დათვალიერება, მოწმეების დაკითხვა/გამოკითხვა და ამოცნობა. ასევე,  გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე განახორციელეს დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავება და ჩხრეკა.

მთავარ პროკურატურაში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე იმიტირებულ გამოძიებაში მონაწილე მოსწავლეებს, ახალგაზრდა თაობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ესაუბრა, წარმატებები უსურვა და პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადასცა. 

პროექტი ,,იმიტირებული გამოძიება“ მესამე წელია რაც ხორციელდება და მიზნად ისახავს   მოზარდებში დანაშაულის პრევენციას, სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას და საქართველოს კანონმდებლობის პრაქტიკული შესწავლის ხელშეწყობას. 

 

 

Facebook Comments
x

Check Also

თბილისში კიბოს კვლევის ჯგუფის მე-6 სიმპოზიუმი გაიმართა

ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და საქართველოს კიბოს კვლევის ჯგუფის ორგანიზებით, კიბოს კვლევის ჯგუფის მე-6 სიმპოზიუმი გაიმართა, ...