Home » მთავარი » “იმოქმედეთ, სანამ ოკუპანტი რუსები თბილისის შემოსასვლელთან არ გადმოიტანენ მავთულხლართებს!..”

“იმოქმედეთ, სანამ ოკუპანტი რუსები თბილისის შემოსასვლელთან არ გადმოიტანენ მავთულხლართებს!..”

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე ხელისუფლებას შესაბამისი რეაგირებისა და საერთაშორისო მექანიზმების გააქტიურებისაკენ მოუწოდებს, სანამ ოკუპანტი რუსები თბილისის შემოსასვლელთან არ გადმოიტანენ მავთულხლართებს და თბილისიდანაც არ განახორციელებენ მაცხოვრებლების გატაცებას და ცხინვალის ოზილატორში მათ უკანონო პატიმრობას, მანამდე ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები მაყურებლოს მდგომარეობაში უნდა დარჩეს…

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე მიმართავს ხელისუფლებას და ითხოვს მოახდინის საერთაშორისო მექანიზმების გამოყენება და შესაბამისი გადაუდებელი რეაგირება საერთაშორისო ინსტიტუტებთან ერთად,

-რუსეთის მიერ მცოცავი ანექსიისადა დაგახშირებული საქართველოს მოქალაქეების მოტაცების ფაქტებზე, რომელიც რუს იკუპანტებს შემდეგ გადაჰყავთ საქართველოს მოქალაქეები მათი წლოვანების მიუხედავად ცხინვალის იზოლატორში და ამყოფებენ უკანონოთ პატიმრობაში, რამდენიმე დღის წინ რუსმა ოკუპანტებმა კასპის რაიონის სოფელი ოკამის ორი მაცხოვრებელი გაიტაცეს.

ოკუპანტებმა მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი სოფლის მიმდებარედ შეშის მოსატანად იყვნენ წასული, საინტერესოა სანამ ოკუპანტი რუსები მავთულ ხლართებს თბილისის შემოსასვლელამდე არ გადმოიტანენ და თბილისიდანაც მაცხოვრებლების გატაცებას არ დაიწყებენ მანამდე ასე მოთმენით უნდა უცქირონ როგორც ხელისუფლებამ ასევე საერთაშორისო ინსტიტუტებმა რუსეთის თავხედობას და შემდეგ მხოლოდ განცხადებებით და აღფოთებით შემოიფარგლონ… აუცილებელია საერთაშორისო მექანიზმების უფრო მეტად გააქტიურება ოკუპანტი რუსეთის მისამართით თავის მხრივ ავტორიტულმა საერთაშორისო ინსტიტუტებმა ოკუპანტი რუსეთის მიმართ უფრო მეტად უნდა გამოიყენონ ზემოქმედებისა და ზეწოლის მექანიზმები, ხოლო საერთაშორისო ინსტიტუტების ასეთი ზერელე დამოკიდებულება კი როგორც სჩანს უკვე დიდი ხანია ოკუპანტში ღიმილს იწვევს ამიტომაც უფრო მეტად თავხედურად იქცევიან, ხოლო საქართველოში მცხოვრები საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ამის შემხედვარე კი სამწუხაროდ საერთაშორისო დამკვირვებლებისა და ინსტიტუტების მიმართ ფაქტიურად უკვე ნიჰილიზმიც გაუჩნდა ამიტომაც გადაუდებლად მიმაჩნია საქართველოს ხელისუფლებამ თავის სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად ყველა საერთაშორისო მექანიზმი აამუშავის ოკუპანტი რუსეთზე ზეწოლის განსახორციელებლა და რუსეთის მხრიდან ამ თავხედიბის შესაჩერებლად”- აღნიშნულია უფლებადამცველის გიორგი თევზაძის გავრცელებულ მიმართვა განცხადებაში.

როგორც საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია „რუსმა ოკუპანტებმა კასპის რაიონის სოფელი ოკამის ორი მაცხოვრებელი გაიტაცეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. ფაქტს ადგილობრივი ხელისუფლება ადასტურებს. ადგილობრივების ინფორმაციით, ოკამის მცხოვრებლები ოკუპანტებმა მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი სოფლის მიმდებარედ შეშის მოსატანად იყვნენ წასული.დაკავებულები ცხინვალის ციხეში არიან გადაყვანილი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოკამის მაცხოვრებლების დაკავება ოკუპირებული ახალგორის სოფელ ახმედის მიმდებარე ტერიტორიიდან მოხდა. დაკავებულებს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან. უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მიმდინარეობს მუშაობა მათ გასათავისუფლებლად.“

Facebook Comments
x

Check Also

გახარია პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა

დღეს, გიორგი გახარია საქართველოს პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა. პარლამენტთან “შეცვალეს”  წევრების აქცია მიმდინარეობა. -გვახსოვს ...