Home » ინტერვიუ » “იმ სადღეგრძელოში მოვისმინეთ აფხაზის სულის გამოძახილი, შერიგება გარდაუვალია…”(ვიდეო)

“იმ სადღეგრძელოში მოვისმინეთ აფხაზის სულის გამოძახილი, შერიგება გარდაუვალია…”(ვიდეო)

   ინტერნეტში გავრცელებულმა ვიდეომ-ემოციეური სადღეგრძელო აფხაზურ ქორწილში-საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია, თუმცა შეფასებები არაერთგვაროვანი იყო.

და მაინც, რა არის ეს-ხომ არ ნანობენ ისინი? თუ ახალი თაობა მოდის და ხედვა სხვანაირია? ხომ არ არის ეს საწყისი და მინიშნება იმისა, რომ წინა პლანზე სწორედ რომ სამოქალაქო დიპლომატია უნდა წამოვწიოთ?

ამ კითხვებით „დევნილთა პოლიტიკური თანამშრომლობის ცენტრის” დამფუძნებელს, ოთარ ფანცულაიას დავუკავშირდით.

13627232_514517465425254_8866719725810639554_n

  -„იმ სადღეგრძელოში ჩვენ მოვისმინეთ აფხაზის სულის გამოძახილი. ჩვენ ბევრი რამ გვაერთიანებს, იმაზე მეტი, ვიდრე გვაშორებს. ახლა ჩვენს შორის დგას უხეში ძალა, რომელიც ყოველგვარ ხერხს მიმართავს, რათა ჩვენ, ქართველებმა და აფხაზებმა, ვერ მოვძებნოთ გზა ერთმანეთისკენ, ან მოვძებნოთ მხოლოდ მისი ინტერესების გათვალისწინებით. აფხაზთა დიდი ნაწილი მზადაა გადადგას ნაბიჯი შერიგებისკენ. ეს არ არის მხოლოდ შექმნილი ვითარების და რეალობის გამოძახილი, ეს არის ის ჯაჭვი, რომელსაც ქართველთა და აფხაზთა ისტორიულ-ტრადიციული ერთობა ჰქვია. უფრო მარტივი ენით რომ ვთქვათ, ყველა გზა ერთმანეთისკენ მიდის. ეს იქნება რთული პროცესი, ეყოლება ბევრი მოწინააღმდეგე ენგურის ორივე მხარეს, აქედან გამომდინარეობს ხშირად უცნაური თუ გაუგებარი რიტორიკა როგორც აფხაზების, ასევე ქართველთა მხრიდან, მაგრამ ჩვენ ვიცით როგორ დავძლიოთ წინააღმდეგობები.

-ხომ არ დადგა დრო, წინა პლანზე სწორედ რომ სამოქალაქო დიპლომატია უნდა წამოვწიოთ? 

-დიდ როლს ვანიჭებთ სახალხო დიპლომატიის გაძლიერებას და გაშლას ყველა დონეზე. შეჯამების სახით მოგახსენებთ – რიგითი მოქალაქეების დონეზე მსგავსი სადღეგრძელოები შემთხვევით არ ჩნდებიან. სწორედ რიგითი მოქალაქეები წარმოადგენენ იმ ფენას, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა აფხაზეთის ომის დროს.. და როცა მათგან ისმის აფხაზის ფიქრის გამოძახილი, ეს ბევრად მეტია, ვიდრე მაღალ დონეზე წარმოთქმული დაყენებული ფრაზები, რომლებშიც ყოველთვის გათვალისწინებულია პოლიტიკური ვალდებულება თუ დამოკიდებულება შექმნილი რეალობის მიმართ.

აფხაზთა და ქართველთა შერიგება გარდაუვალია. ხელისუფლება და ოპოზიცია ვალდებულია ამ პროცესს მაქსიმალურად შეუწყოს ხელი. აფხაზეთი საქართველოა. ამაში დრო ქართველებსაც და აფხაზებსაც დაგვარწმუნებს“-გვითხრა ბატონმა ოთარმა.

%d1%81%d0%bd%d0%b8%d0%bc%d0%be%d0%ba

 

 

 

 

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

„ნატოში გაწევრიანების გზაზე სტრატეგიული მოთმინება და მზადყოფნა უმნიშვნელოვანესია“

„ნატოში გაწევრიანების პროცესის ხელოვნურად დაჩქარება ვერ მოხდება“, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ...