Home » მთავარი » ინაშვილი: “ავატარმა” მინდა იცოდეს, რომ… ვიცით, სადაც ზის და საიდანაც იკბინება…

ინაშვილი: “ავატარმა” მინდა იცოდეს, რომ… ვიცით, სადაც ზის და საიდანაც იკბინება…

„პატრიოტთა ალიანსი” – გაერთიანებული ოპოზიციის გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

-“თუ გახსოვთ, ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გაჩნდა ერთ-ერთი გვერდი, რომელიც ჩვენი პარტიის ლიდერების გამონათქვამების ინტერპრეტაციითა და იმპროვიზაციით იყო დაკავებული. გვერდის ავტორები მიზანმიმართულად ცვლიდნენ და ამახინჯებდნენ ჩვენს მოსაზრებებს. მეტიც, საკუთარ ნაბოდვარს ჩვენს ციტატებად ასაღებდნენ და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავდათ. ამ ფართოდ რეკლამირებული და დაფინანსებული გვერდის ავტორების გამოვლენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლ სამსახურსმივმართე. ვიდრე ეს სამსახური შესაბამის ღონისძიებებს გაატარებდა, “ფეისბუქის” ადმინისტრაციამ გვერდი გააუქმა. ამასობაში, ჩემმა კოლეგებმა- ჟურნალისტებმა ინფორმაცია მომაწოდეს, რომ გვერდის ინკოგნიტო ავტორი (არც მეტი-არც ნაკლები) პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის თანამშრომელია. სავარაუდოდ, გვერდის ფუნქციონირებისათვის ის პრეზიდენტის აპარატის რესურსებს, ანუ სახელმწიფო რესურსს იყენებდა. მინდა მჯეროდეს, რომ პატივცემულმა პრეზიდენტმა არ იცის, რა საქმინობითაა დაკავებული მისი პრესცენტრის ზოგიერთი თანამშრომელი და როგორ იყენებს პრეზიდენტის პრესსამსახურის რესურსს,- ოპოზიციური პარტიის დისკრედიტაციის მიზნით. ისე, მსგავსი ტიპის კამპანიას მინიმუმ რამდენიმე თანამშრომელი და სახსრები სჭირდება. არა მგონია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის “ავატარს” ეს გვერდი საკუთარი ხელფასიდან დაეფინანსებინოს. ამ პოსტის დაწერას არ ვაპირებდი, მაგრამ “ავატარმა” მინდა იცოდეს, რომ… ვიცით, სადაც ზის და საიდანაც იკბინება…”

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“მე მათ ბოდიშის მოხდით ვუწოდებდი პოლიტიკურ პამპერსებს”

ხათუნა ლაგაზიძე ექსპერტი -“დეპუტატების ქმედებას რასაც ვუყურებდი, ნაკლებად რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება შეიძლება იდგეს ამის ...