You are here
ინდოეთის დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების გამო მოსახლეობას ასფიქსია განუვითარდა მთავარი უცხოეთი ყველა სიახლე 

ინდოეთის დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების გამო მოსახლეობას ასფიქსია განუვითარდა

ინდოეთის დედაქალაქში, დელიში უპრეცენდენტოდ იმატა ასფიქსიით დაავადებულთა რაოდენობამ. ჰაერის დაბინძურებისა და მაღალი ტემპერატურის გამო, საავადმყოფოებს სუნთქვის გართულების გამო, ყოველთვიურად სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს. ამის შესახებ BBC წერს.

დელი მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებული ქალაქია, სადაც ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი დასაშვებ ნორმას 8-ჯერ აღემატება.

ეკოლოგიურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს რაჯასტანის შტატიდან წამოსული მტვრის ქარიშხალი.

აქ სუნთქვა ყველაზე მეტად ნოემბერსა და დეკემბერში ჭირს, რადგან შემოდგომაზე მეზობელ შტატებში მოსახლეობა მინდვრებს ასუფთავებს და ინტენსიურად წვავენ ნამჯას.

დელის მოსახლეობა სოციალურ ქსელებში წერს, რომ ჰაერის ნაცვლად, უკვე მტვერს სუნთქავენ.

 

Comments

comments

Related posts