Home » მთავარი » ინდოეთში თხის გადასარჩენად ქალი ვეფხვს დაუპირისპირდა

ინდოეთში თხის გადასარჩენად ქალი ვეფხვს დაუპირისპირდა

ინდოეთში, მაჰარაშტრას შტატში 22 წლის ჯოხით შეიარაღებული გოგო ვეფხვს დაუპირისპირდა, რომელიც მისი თხის წაყვანას ცდილობდა. ამის შესახებ  BBC  წერს.

რუპალი მეშრამმა თხის ხმა გაიგო, სახლიდან გასვლისის შემდეგ კი დაინახა, რომ თხას ვეფხვი დაესხა თავს.

თხის გადარჩენის მიზნით გოგომ ჯოხი აიღო და ვეფხვს ჩაარტყა. ამის შემდეგ ცხოველმა თხას თავი დაანება და მეშრამს დაესხა თავს. გოგოს კივილზე სახლიდან დედამისი გამოვარდა და მისი სახლში შეყვანა მოახერხა.

დედა-შვილმა მეტყევეს დაურეკა და მომხდარის შესახებ უამბეს. სახლამდე მისასვლელად მეტყვეს 30 წუთი დასჭირდა. ამ დროისთვის ვეფხვმა თხა შეჭამა და ტყეში დაბრუნდა.

რუპალის ექიმებმა დახმარება აღმოუჩინეს, მას ჭრილობები სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე დარჩა, თუმცა მედიკოსების თქმით, მისი სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მათი თქმით, გოგოს გაუმართლა, რომ ვეფხვმა არ უკბინა.

 

Facebook Comments
x

Check Also

“ბატონო პრემიერო, მოგიწოდებთ,არ გადაურიცხოთ პარტიებს 3 თვის თანხები და მოახმაროთ ხალხს…”

პაატა ჯიბლაძე “მემარცხენე ალიანსის” საორგანიზაციო მდივნი ჩვენი პარტიის, ,,მემარცხენე ალიანსის”აღმასრულებელმა მდივანმა არჩილ ბენიძემ სხვადასხვა საინფორმაციო ...