Home » მთავარი » ინდოეთში ურჩი მძღოლები წითელი შუქნიშნით დაჯარიმდნენ

ინდოეთში ურჩი მძღოლები წითელი შუქნიშნით დაჯარიმდნენ

ინდოეთში, ქალაქ მუმბაის ურჩ მძღოლებს მუდმივად წითელ შუქნიშანზე მოუწევთ დგომა.
ინდოეთის ეს ქალაქი ხმაურიანი მძღოლებით გამოირჩევა. თითქმის ყველა მათგანი  წითელ შუქნიშანზე დგომისას გაბმულად ასიგნალებს. ამ პრობლემის გადაჭრას  ქალაქის ხელისუფლება ინოვაციური მეთოდით ცდილობს. რაც უფრო მეტ ხანს ასიგნალებს მძღოლი, მით უფრო დიდხანს უწევს მას წითელ  შუქნიშანზე  დგომა.  ამას ადგილზე დამონტაჟებული ხმის მზომი მოწყობილობა ავტომატურად ითვლის და ტაიმერზე წამებს ამატებს.

იმის სადემონსტრაციოდ, თუ რამდენად ეფექტურად მუშაობს ეს მექნიზმი, ადგილობრივმა პოლიციამ სარეკლამო კამპანია წამოიწყო და ვიდეორგოლი გადაიღო.

Facebook Comments
x

Check Also

ჯანმო დამქირავებლებს მოუწოდებს ამ რეკომენდაციების შემცველი პოსტერები სამუშაო ადგილზე ჩამოკიდონ 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციებს იძლევა, თუ როგორ უნდა მოხდეს კორონავირუსის გავრცელების პრევენცია სამუშაო ადგილას. ინფორმაცია ...