Home » მთავარი » ინოვაციური პროექტი – „მომავალ სპიკერთა სკოლა 2016“ იწყება

ინოვაციური პროექტი – „მომავალ სპიკერთა სკოლა 2016“ იწყება

„მომავალ სპიკერთა(პრეზენტატორთა) სკოლა 2016“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების მიერ დაარსებული სტუდენტური არასამთავრობო ორგანიზაცია „სტეპი“, რომელიც აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებას არაფორმალური განათლების კუთხით,

2016 წლის 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით გეგმავს პროექტს „მომავალ სპიკერთა(პრეზენტატორთა) სკოლა 2016“. აღნიშნული პროექტი ხორციელდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მხარდაჭერით და მოიცავს 100 ახალგაზრდას, როგორც სკოლის მოსწავლეს, ასევე სტუდენტებს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან. პროექტის პარტნიორია 30-მდე კომპანია, რომლებიც ზრუნავს მონაწილეების წამახალისებელ პრიზებზე.

მომავალ სპიკერთა სკოლა 2016/ Future Speakers’ School 2016 არის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური პროექტი საქართველოს მასშტაბით, რომელიც საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს განავითარონ სპიკერის უნარ-ჩვევები, დაეუფლონ საჯარო გამოსვლების ხელოვნებას, აუდიტორიასთან მუშაობას, შეისწავლონ და წარმოაჩინონ მათთვის საინტერესო საკითხები და გაუზიარონ თავიანთი ხედვა საზოგადოებას. პროექტი მიმდინარეობს 4 კვირის განმავლობაში. გამოცდილი ტრენერები, ხელმძღვანელები ფსიქოლოგებთან ერთად იზრუნებენ პროექტის აკადემიურ მხარესა და მონაწილეებში სპიკერის უნარ-ჩვევების განვითარებაზე . ასაკობრივი ზღვარი: 14-30 წლამდე. პროექტის განმავლობაში მონაწილეები დაიყოფიან ჯგუფებად. სულ წარმოდგენილი იქნება 8 სამუშაო ჯგუფი, რომელშიც მონაწილეები დაიყოფიან წყვილებად. მონაწილეებს ყოველ კვირაში მოწვეული ტრენერები ჩაუტარებენ ტრენინგებს, ხოლო შემდგომ ჯგუფის ლიდერებთან ერთად ისინი შეეცდებიან პრეზენტაციებში ასახონ მიღებული თეორიული ცოდნა. შესაბამისად, პროექტი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კურსს.

პროექტის ბოლოს გამოვლინდება გამარჯვებული ჯგუფი, გამარჯვებული წყვილი, რომელსაც ორგანიზაცია გადასცემს ფულად პრიზს და ასევე ორგანიზაცია გამოავლენს „სტეპის რჩეულს“, რომელიც გაემგზავრება AIESEC-ის 2 თვიანი გაცვლითი პროგრამით მისთვის სასურველ ქვეყანაში სრული დაფინანსებით. სხვა გამარჯვებულებს გადაეცემათ ორგანიზაციისა და პარტნიორების მიერ დაწესებული პრიზები.

პროექტი ტარდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში. გახსნის ცერემონია გაიმართება 21 ნოემბერს 17:00 სთ-ზე თსუს პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში. მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ბ-ნ ალექსანდრე ჯეჯელავა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ბ-ნ გიორგი შერვაშიძე, იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ბ-ნ ირაკლი ბურდული, მოწვეული ტრენერი ბ-ნ დავით კენჭაძე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი ბ-ნ გიორგი კეკელიძე და სხვანი.

პროექტის დახურვისა და დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართება 18 დეკემბერს 16:00 სთ-ზე თსუს პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში, რომელსაც ასევე დაესწრებიან აღნიშნული პირები სხვა სტუმრებთან ერთად.

რეგისტრაცია გრძელდება. ყველანაირი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ფეისბუქ-გვერდს

https://www.facebook.com/events/225593837856265/

 

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

პატარა ვირტუოზი ყოველი ჰონორარიდან ბავშვთა სახლის ბავშვებს ყოველთვის გაახარებს…

უკრაინულ ვოისის ქართველი გამარჯვებული ალექსანდრე ზაზარაშვილი ბავშვთა სახლში საჩუქრებით მივიდა და პატარებს კონცერტი ჩაუტარა. აშშ ...