Home » მთავარი » „ინტელექტი“ – სრულიად ახალი, უნიკალური სასწავლო და სამუშაო მოდელი აბიტურიენტებისთვის

„ინტელექტი“ – სრულიად ახალი, უნიკალური სასწავლო და სამუშაო მოდელი აბიტურიენტებისთვის

R

უცხოური გამოცდილება და ხარისხი წარმატეის საწინდარია!

კომპანია „ინტელექტი“ დაარსდა 2016 წელს. 2017 წლის ივლისში გადაწყდა კომპანიის რებრენდინგი. კომპანია გაფართოვდა და გადავიდა ახალ ოფისში.

კომპანია “ინტელექტის” მისიაა აბიტურიენტებისთვისა და მასწავლებლებისთვის უნიკალური სასწავლო და სამუშაო მოდელის შეთავაზება.

ჩვენი ხედვაა ვიყოთ ყველაზე სასურველი აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი ხარისხიანი განათლებისა და კომფორტული გარემოს გამო.

ერთიანი ეროვნული, საატესტატო (CAT), სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების მსურველები ჩვენთან შეისწავლიან შემდეგ საგნებს:

• ქართული ენა და ლიტერატურა
• ზოგადი უნარები
• ინგლისური ენა
• მათემატიკა
• ისტორია
• ბიოლოგია
• ქიმია
• ფიზიკა
• გეოგრაფია
• სამოქალაქო განათლება
• ლიტერატურა

აბიტურიენტებს მოამზადებენ უმაღლეს სასწავლებლებსა და სკოლებში საუკეთესო და მრავალწლიანი გამოცდილების, მაღალი პიროვნული ღირებულებების მქონე, კვალიფიციური, სიახლეებზე ორიენტირებული პროფესორ-მასწავლებლები. სწავლების პროცესში ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდებისა თუ საატესტატო გამოცდების ანალოგიური გამოცდა თითოეულ საგანში, რაც შესაძლებლობას გაძლევთ შეაფასოთ თქვენი ცოდნა და აიმაღლოთ მოტივაცია.

 კომპანიის მიზანია ჩვენი მსმენელების მიერ  ერთიან ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგების ჩვენება.

თითოეულ ჯგუფში ისწავლის არაუმეტეს 5 მოსწავლე/აბიტურიენტი, რაც სწავლების მაღალი ხარისხის ერთ-ერთი გარანტია.

ჩვენთან შესაძლებელია როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური მეცადინეობების ჩატარება.

კომპანია „ინტელექტი“ გთავაზობთ ხელსაყრელ მდებარეობას, სასიამოვნო, კომფორტულ გარემოს, უამრავ სიურპრიზს და საინტერესო აქციებს, აქტიურ და სააზროვნო პროცესებით დატვირთულ სწავლებას.

Facebook Comments
x

Check Also

“ტყუილად გაქვთ ამათგან რაიმე კარგის იმედი, პარლამენტართა უმრავლესობა პარლამენტიდან გამოსაძევებელია!”

პარლამენტის თავადაცვის და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, განიხილეს ზვიად ტომარაძის მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, სამხედრო ...