Home » ექსკლუზივი » ინტერნეტში გავრცელებული თოჯინის ფოტო-რას ყვება მაღაზიის გამყიდველი…

ინტერნეტში გავრცელებული თოჯინის ფოტო-რას ყვება მაღაზიის გამყიდველი…

ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქმომხმარებლის მიერ  გამოქვეყნებულ თოჯინის ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

-„ყურადღებით იყავით!!!
ეს უბედურება ბათუმშია შეძენილი!!!“-წერს ფეისბუქ-მომხმარებელი.

ამ ფოტომ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, საკმაოდ ბევრი კომენტარი მოჰყვა ჩვენს მიერ დადებულ მასალასაც.

იხ.ლინკი

http://www.geomediatv.ge/%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%ae%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%91%e1%83%90%e1%83%97%e1%83%a3%e1%83%9b%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9b-%e1%83%90%e1%83%a6/

როგორც გითხარით, ჩვენ დავუკავშირდით არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ,,კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრი“ – ს ხელმძღვანელ მერაბ ღოღობერიძეს და ადგილზე მისვლა ვთხოვეთ.

მერაბი მაღაზიაში მივიდა და იქ მომუშავე პერსონალი დაგვალაპარაკა.

-„უკვე დაგვირეკეს ამ საკითხზე და მხოლოდ ამ ზარის მერე გავიგეთ ჩვენც.  ეს თოჯინები დიდი ხანია შემოტანილი გვაქვს, სხვადასხვანაირი მოდელებია,  ერთი გოგო თოჯინა და მეორე ბიჭი. ადრეც გაიყიდა ამ პატრიიდან თოჯინები, მაგრამ არავინ მოსულა და არ უთქვამს, ეს რას ყიდითო, რადგან ისეთი თოჯინა, რა ფოტოც გავრცელდა  არც ერთი ცალი არ იყო. შეიძლება იუო, მაგრამ არავის დაუბრუნებია, თოჯინები ჩინეთის ქარხნიდან არის შემოტანილი, ჩვენ ხომ ვერ დავხსნით ყველას და ვერ ვნახავთ. ვიცი ვინც იყიდა ეს თოჯინა, მოსულიყო და ეთქვა-ასე რად უნდოდა აჟიოტაჟის ატეხვა, ეს ხომ საზოგადოების აგრესიას იწვევს და მე ვფიქრობ, რომ სწორედ აგრესიის და აჟიოტაჟის გამოწვევა უნდოდა.

კიდევ ერთხელ გიმეორებთ-ასეთ შემთხვევას ჯერ ადგილი არ ჰქონია, ჩვენს მაღაზიას ყველა იცნობს ბათუმში და ნდობითაც ვსარგებლობთ. როგორ უნდა დავსხნათ ამდენი სათამაში და როგორ შევამოწმოთ? “-გვითხრა ქალბატონმა.

ესენი კი ამ პარტიიდან დარჩენილი სხვა მოდელის თოჯინებია, ისინიც მხოლოდ რამდენიმე ცალია დარჩენილი. გტყვით, რომ უწუნოებია და ელოდებიან მყიდველს.

15282001_1127597963943592_1629226796_n 15300478_1127598147276907_1324315992_n 15310586_1127598443943544_1016890612_n

-„მაღაზია გორკის ქუჩაზე მდებარეობს, საკმაოდ ბევრი სათამაშო აქვთ რომ სათითაოდ სინჯონ, თან აბა გახსნილის რეალიზაციას როგორღა მოახდენენ,  ქალბატონი იმდენად აღშფოთებული იყო და ისე განიცდიდა, საშინლად ნერვიულობდა. მართლმადიდებელი ქრისტიანული ოჯახი ვართ და ასეთ რამეს მიზანმიმართულად როგორ გავაკეთებდითო, მეც იგივე მითხრა რაც თქვენ სატელეფონო საუბრისას. კარგია რომ სიმართლე გავარკვიეთ, ნამდვილად არ იცოდნენ და მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს, რაც ინტერნეტით ფოტო გავრცელდა და ჩვენ მოვედით“-გვითხრა მერაბ ღოღობერიძემ.

თხოვნით მივმართავთ ყველას, არ შეიძლება ასე გაურკვევლად ასეთი ინფორმაციის გავრცელება, რადგან სრული შესაძლებელი იყო ამ ფაქტს რაიმე სავალალო შედეგი მოჰყოლოდა.

ჩვენ კი მადლობას ვუხდით მერაბ ღოღობერიძეს, რომ ოპერატიულად მოახდინა რეაგირება ჩვენს თხოვნაზე და საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მიაწოდა.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“უნდა ვემზადოთ არჩევნებისთვის გაცილებით უფრო სერიოზულად”

„უმრავლესობის დაშლა კატეგორიულად მიუღებელია. პარტიიდან 10-15 კაცის გარიცხვა, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგი იყვნენ, ქვეყანას დააზიანებს“, – ...