Home » მედიცინა » ინფექციურში ორი დადასტურებული შემთხვევა ეროვნულ ბანკს უკავშირდება
ეზუგბაია

ინფექციურში ორი დადასტურებული შემთხვევა ეროვნულ ბანკს უკავშირდება

დღეს დილით გამოვლენილი 13 ახალი დაინფიცირებულის კლასტერი თითქმის ყველა ცნობილია და ის უცხოეთში მოგზაურობას და ეროვნულ ბანკის თანამშრომელს უკავშირდება. ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ხუთი ბათუმშია, ორი ქუთაისში, ხოლო დანარჩენი თბილისში. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ორი დაინფიცირებულია მოთავსებული მათი წყაროც ეროვნულ ბანკს უკავშირდება. როგორც ამავე კლინიკის სამედიცინო დირექტორი აცხადებს  ორივე 70 წელს გადაცილებულია. ერთ მათგანს შაქრიანი დიაბეტი აქვს, ხოლო მეორის რისკ-ფაქტორი ასაკია. მათ დღეს ჩაუტარდებათ ყველანაირი კვლევა.

“ჩვენს კლინიკაზე 71 პაციენტის დადასტურებული შემთხვევა მოდის. აქედან 35 უკვე გამოჯანმრთელდა. ამჟამად გვყავს 4 მძიმე პაციენტი, აქედან ორის უკვე დასტაბილურდა, ორის მდგომარეობა კი მძიმე პნევმონიაა და იმედს ვიტოვებთ რომ მათი მდგომარეობაც მალე გაუმჯობესდება. “- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

 

Facebook Comments
x

Check Also

კამელინი ის ფასდაუდებელი პრეპარატია, რომელზეც….

სამეცნიერო-ფარმაცევტული კომპანია “კამელინი” სისტემატურად იღებს მადლიერი პაციენტების წერილებს, ასევე კამელინის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციებზე ...