Home » მედიცინა » “ინფიცირებული ორსულების მდგომარეობა კარგია”

“ინფიცირებული ორსულების მდგომარეობა კარგია”

კლინიკაში მწოლიარე ორივე ინფიცირებული ორსულის მდგომარეობას გართულება არ მოჰყოლია და  უკვე დამაკმაყოფილებლად ფასდება, ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა განაცხადა.  ლევან რატიანის განმარტებით, მათი ნაყოფის მდგომარეობაც ყველა ფიზიოლოგიურ პარამეტრებში ჯდება.

“ასევე 13 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობაც ძალიან კარგია, აღარ აქვს ჩივილებიც და დიდი იმედი გვაქვს, რომ ისიც მალე გაეწერება ჯანმრთელი და ბედნიერი კლინიკიდან”- აღნიშნა ლევან რატიანმა.

რატიანის ინფორმაციით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 52 პაციენტიდან 6 პაციენტი რეანიმაციაში მკურნალობს, რომელთაგან 3 ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა, ხოლო 3 – სპონტანურ სუნთქვაზე. კლინიკაში ნასევე მკურნალობს 42 წლის მამაკაცი, რომლის მდგომარეობა დაავადების მე-9 დღეს მძიმედ, თუმცა სტაბილურად ფასდება და იმედს გამოთქვამს რომ ამ პაციენტს ხელოვნურ ვენტილაციაზე გადაყვანა არ დასჭირდება.

” ჩვენს კლინიკაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით ყოველდღიურად ტარდება ყველა კვლევა და დილის მონაცემებით, არც ერთთან უარყოფითი დინამიკა არ ფიქსირდება. ჩვენთან ასევე მედპერსონალს ჩაუტარდა გამოკვლევა და ყველა ტესტის შედეგი უარყოფითი მაჩვენებლით მოვიდა” – განაცხადა ლევან რატიანმა.

Facebook Comments
x

Check Also

არჩევნებისთვის „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ დარეგისტრირდა

10 ივლისს, 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით (№18/2020) დარეგისტრირდა. Facebook Comments