Home » მთავარი » იონათამიშვილი ოპოზიციას მოუწოდებს საჯაროდ დაგმონ რუსეთის ჰიმნის ფაქტი

იონათამიშვილი ოპოზიციას მოუწოდებს საჯაროდ დაგმონ რუსეთის ჰიმნის ფაქტი

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე  რატი იონათამიშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, რომ გუშინ პარლამენტში თალაკვაძის გამოსვლის დროს  საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერების ფაქტი საჯაროდ დაგმონ.

როგორც მან ჟურნალისტებს იონათამიშვილის განცხადებით,  დარბაზი არა რომელიმე პარტიის, არამედ ქვეყნის ისტორიის ნაწილია.

„მე პირადად, განსაკუთრებული გრძნობის გარეშე ამ დარბაზში ვერ შევდივარ. მე მათ ვურჩევდი რომ გამოვიდნენ და დაგმონ, გაემიჯნონ ამ ამაზრზენ ფაქტს. ის, რომ საზოგადოებას ექნება პროტესტი,  ეს არის ბუნებრივი. რაც შეეხება უფლებამოსილების შეწყვეტას, ეს არის მორალური და ზნეობრივი პასუხოსმგებლობის  საგანი. თუ ადამიანს არ შეუძლია ამ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, თუ მას არ შეუძლია აღიარება იმ შეცდომის და დანაშაულის, რაც დაუშვა, ამაზე საბოლოოდ  ამომრჩეველი გადაწყვეტს.” აცხადებს ოცნების დეპუტატი  .

18 თებერვალს  საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს  დარბაზში პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას  „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ირმა ნადირაშვილმა  და  საბჭოთა კავშირის ჰიმნი გააჟღერეს.

Facebook Comments
x

Check Also

წინ გველის ურთულესი 6 თვე…

გიორგი გახარია – წინ გველის ურთულესი 6 თვე და ჩვენ ისევ გვაქვს ჩვენი მოქალაქის გონიერების, ...