Home » კატეგორიის გარეშე » გიორგი კვირიკაშვილი მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით

გიორგი კვირიკაშვილი მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით

„ჩვენ დღეს ვართ ახალი სტრატეგიის შემუშავების პროცესში და უმთავრესი, რაც მინდა გითხრათ, არის ის, რომ სიტყვა რეფორმა აღარ გვინდა, სადამსჯელო სიტყვად იქცეს. გვინდა, რომ ეს სიტყვა იყოს ცვლილებებთან, ოღონდ დადებით ცვლილებებთან ასოცირებული, ისეთთან, რომელიც უპირველეს ყოვლისა, თქვენგან იქნება მოწონებული, ყველა თქვენგანთან შეთანხმებული. თქვენი ჩართულობით გაკეთებული რეფორმა გვინდა. ეს ძალიან დიდი განსხვავებაა. ჩვენ არ გვინდა, თავს მოგახვიოთ ჩვენი აზრები, რომლებიც არ იქნება თანხვედრაში თქვენს გამოცდილებასთან. თქვენი გამოცდილება უნდა იყოს ამოსავალი ნებისმიერი ნაბიჯის, რომელსაც ჩვენ გადავდგამთ მომავალში. დღევანდელი შეხვედრაც ამას ემსახურება, რომ მოვისმინოთ თქვენი შეხედულებები და გავითვალისწინოთ მომავალ საქმიანობაში. რა თქმა უნდა, ბევრი ნაბიჯი, რომელიც განხორციელდა სკოლებში – ფსიქოლოგის სამსახური, ექიმის მომსახურების აღდგენა, სპორტისა და ფიზიკური აღზრდის დანერგვა – ძალიან მნიშვნელოვანია და ყველაფერს ამას კიდევ უფრო გავაფართოებთ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა „ექსპო ჯორჯიაში“, მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით პედაგოგებთან გამართულ შეხვედრაზე.

.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ცდილობენ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას…

სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეებისა, რომლებიც ...