Home » მთავარი » ირაკლი ალასანიას ახალი თანამდებობა

ირაკლი ალასანიას ახალი თანამდებობა

ირაკლი ალასანია ამერიკული საკონსულტაციო კომპანიის SPConsulting-ის უფროსი პარტნიორი გახდა, – ამის შესახებ ალასანიამ ექსკლუზიურად ბიზნესკონტრაქტს განუცხადა.

საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა კერძო სექტორში გადაინაცვლა და საკონსულტაციო კომპანიის უფროსი პარტნიორია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებსა და კერძო სექტორს უწევს კონსულტაციას.

SPConsulting-ის მთავარი ოფისი ვაშინგტონში მდებარეობს, კომპანია უკვე 35 წელია მსოფლიოს წამყვან კომპანიებს უწევს საკონსულტაციო მომსახურებას, – მის კლიენტებს შორის არის ჯანდაცვის, ტექნოლოგიის და ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლები ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები, – მათ შორის ისეთი კომპანიები, როგორიცაა aLLY, American Academy of Physician Assistants, Africare, Gullup, ISLP, United Nations Foundation.

ირაკლი ალასანიას, როგორც უფროსი პარტნიორის მოვალეობებში შედის კლიენტებისთვის სტრატეგიის შემუშავება, გუნდის შექმნა და სხვადასხვა პრობლემატურ საკითხებზე გადაწყვეტის გზის შემუშავება.

წყარო: businesscontract.ge

Facebook Comments
x

Check Also

შალვა ნათელაშვილი – ოცი წელია, მანდატის გარეშე კისერს ვუგრეხ ყველა ჯურის ხელისუფლებას, ახალი არჩევნები თუ არ იქნება, რევოლუცია გარდაუვალია

ოცი წელია, მანდატის გარეშე კისერს ვუგრეხ ყველა ჯურის ხელისუფლებას და ეს იქნება მესამე, რომელსაც მანდატის ...