Home » მთავარი » ირაკლი ლექვინაძე ალეკო ელისაშვილს პასუხობს

ირაკლი ლექვინაძე ალეკო ელისაშვილს პასუხობს

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ალეკო ელისაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც დედაქალაქის მერიას 50-მდე ახალი, ლურჯი ავტობუსი გაჩერებული ჰყავს.

ირაკლი ლექვინაძე ალეკო ელისაშვილს ურჩევს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან თავი შეიკავოს და მათი ყურადღება კონკრეტული საქმიანი შეთავაზებებით მიიპყროს.

როგორც თბილისის მერის მოადგილე განმარტავს, დედაქალაქში ამ დროისთვის ტრანსპორტის მოძრაობის საზაფხულო რეჟიმი მოქმედებს, რაც მგზავრთა შემცირებული რაოდენობიდან გამომდინარე,  ხაზებზე ნაკლები ავტობუსების გაყვანას ითხოვს. ირაკლი ლექვინაძის თქმით, 15 სექტემბრიდან სატრანსპორტო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში გადაინაცვლებს და თბილისში, ყოველდღიურად, 13 სამარშრუტო ხაზზე,  125 ერთეული ავტობუსი იმოძრავებს.

„ამ დროისათვის,თბილისშიტრანსპორტის მოძრაობის საზაფხულო რეჟიმი მოქმედებს და ახალი ავტობუსების  ხაზებზე გაყვანა  არსებული გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ავტობუსები 12 სამარშრუტო ხაზზე მოძრაობენ. პეკინის ქუჩის დასრულების შემდეგ კი არსებულ 12 ხაზზს კიდევ ერთი, #150  ავტობუსი დაემატება.15 სექტემბრიდან, 13 სამარშრუტო ხაზზე, ყოველდღიურად    დაახლოებით  125 ერთეული ავტობუსი იმოძრავებს. დარჩენილი 18 ავტობუსი კიიქნება  სარეზერვო“ – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

 

 

 

 

Facebook Comments
x

Check Also

ვოლსკი ოპოზიციას პასუხობს

“პარლამენტის პიკეტირება სახელმწიფო ინტერესებს უპირისპირდება,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ...