Home » მთავარი » ირაკლი პეტრიაშვილმა ალბანეთის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების გაერთიანების კონგრესში მიიღო მონაწილეობა

ირაკლი პეტრიაშვილმა ალბანეთის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების გაერთიანების კონგრესში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და ამავდროულად პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) პრეზიდენტი ალბანეთში სპეციალური მიწვევით იმყოფებოდა.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინფორმაციით, პროფკავშირის კონგრესს, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის არაერთი ჯილდოს მფლობელი და ევროპული ღირებულებების გამტარებელია, პროფკავშირების მსოფლიო კონფედერაციის და ევროპის პროფკავშირების ლიდერები დაესწრნენ, მათ შორის კონგრესში მონაწილეობდა პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის გენერალური მდივანი შარან ბაროუ, აგრეთვე ჯოზეფ ნიემეცი, პროფკავშირების ევროპის კონფედერაციის (ETUC) გენერალური მდივნის სპეციალური მრჩეველი.

მათივე ცნობით, ყრილობაზე ირაკლი პეტრიაშვილი სიტყვით გამოვიდა, იგი შეკრებილი საზოგადოების წინაშე ევროპის პროფკავშირების გამოწვევებს და პროფკავშირების ევროპული საბჭოს წევრი ბევრი ქვეყნის საერთო ამოცანებს შეეხო.

მისი განცხადებით, ერთიანობა და კონსოლიდაციაა საჭირო იმ გამოწვევებთან ბრძოლაში, როგორიცაა მიგრაცია, დაბალი ხელფასი, არაფორმალური დასაქმება და ა.შ.

პეტრიაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ალბანეთისთვის საერთო, განსაკუთრებული აქტუალობის საკითხებს – ძლიერი შრომის ინსპექციის, სოციალური დიალოგის აუცილებლობას. ყრილობის ფარგლებში გამართული არჩევნებისას ალბანეთის დამოუკიდებელი პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის პოსტზე კვლავ გეზიმ კალაია აირჩიეს.

 

Facebook Comments
x

Check Also

პატარა ვირტუოზი ყოველი ჰონორარიდან ბავშვთა სახლის ბავშვებს ყოველთვის გაახარებს…

უკრაინულ ვოისის ქართველი გამარჯვებული ალექსანდრე ზაზარაშვილი ბავშვთა სახლში საჩუქრებით მივიდა და პატარებს კონცერტი ჩაუტარა. აშშ ...