Home » მთავარი » ირაკლი ღარიბაშვილი – ნიკა მელია არის კრიმინალი, დღეს ჩვენ გავხდით მომსწრენი, რომ ჩვენ ვართ ძლიერი და სამართლებრივი სახელმწიფო

ირაკლი ღარიბაშვილი – ნიკა მელია არის კრიმინალი, დღეს ჩვენ გავხდით მომსწრენი, რომ ჩვენ ვართ ძლიერი და სამართლებრივი სახელმწიფო

დღეს ჩვენ გავხდით მომსწრენი, რომ ჩვენ ვართ ძლიერი და სამართლებრივი სახელმწიფო. გვყავს ძლიერი პოლიცია და ეფექტური შინაგან საქმეთა მინისტრი, – ამის შესახებ პრემირ – მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილიმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, პარლამენტში პირველი სამუშაო დღის დაწყებისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან ოპერაციის ჩატარებისთვის შს მინისტრს მადლობა გადაუხდა და აღნიშნა, რომ პოლიციამ დაიცვა  სახელმწიფოს ღირსება და სტაბილურობა.

„მინდა ჩვენი მთავრობის სახელით, მადლობა გადავუხადო ბატონ ვახტანგ გომელაურს, იმისთვის, რომ მათ დაიცვეს სახელმწიფოს ღირსება და სტაბილურობა.

ნიკა მელია არის კრიმინალი, სხვა საქმეზე მას აქვს მისჯილი, შეგახსენებთ, რომ ბატონი მელია გასამართლებული იყო „ბანკი ქართუს“ საქმეზე.  დღეს, მეორე საქმეზე რისთვისაც პოლიციამ იგი დააკავა, უკავშრდება პარლამენტის შენობის შტურმის ორგანიზებას, რომელიც მან და მისმა თანამებრძლოებმა დაგეგმეს  და ჩვე ნი სახელმწიფოს ძლიერება გამოსცადეს.

ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ სახელმწიფოს. ყველა მოქალაქე, განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა, ვალდებულია დაემორჩლოს კანონის აღსრულებას,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

x

Check Also

ირაკლი ღარიბაშვილი – ეკლესიის, პატრიარქის წინააღმდეგ არნახული ცილისწამებები ვიხილეთ, რაც არის ანტისახელმწიფოებრივი და მიუღებელი

ეკლესიის, პატრიარქის წინააღმდეგ არნახული ცილისწამებები ვიხილეთ, რაც მიუღებელი და ანტისახელმწიფოებრივია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ...