Home » სამართალი » ირაკლი შოთაძე: არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოშიც ოჯახური კონფლიქტების რაოდენობა საკმაოდ დიდი პროცენტით არის მომატებული

ირაკლი შოთაძე: არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოშიც ოჯახური კონფლიქტების რაოდენობა საკმაოდ დიდი პროცენტით არის მომატებული

საქართველოს გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის შეფასებით, ოჯახური, საყოფაცხოვრებო კონფლიქტების გაზრდის რისკი არსებობს და ამ მიმართულებით სამართალდამცავმა ორგანოებმა აქტიურად უნდა იმუშაონ.

მან საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას მომავალი წლის გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2021 წელს, ვიდრე პანდემია არ დასრულდება და შეზღუდვები არ მოიხსნება, ეს პრობლემა აქტუალური იქნება.

„მოლოდინი არ არის, რომ 2021 წელი მარტივი წელი იქნება. პანდემია ძალიან პრობლემური საკითხია. არსებობს რიგი პრევენციული ზომები, რომელიც მთავრობას აქვს დაწესებული და ჩვენ გვიწევს ამ რეალობაში მუშაობა და იმის უზრუნველოყოფა, რომ მართლმსაჯულების სისტემამ მაქსიმალურად ეფექტიანად იმუშაოს და ამ მიმართულებით გამოწვევები 2021 წელსაც იქნება. ეს იქნება დისტანციური პროცესები და მისი მაქსიმალურად შეუფერხებალდ წარმოება, სადაც ყველა მხარის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანი იქნება რიგ დანაშაულებებზე აქცენტების გაკეთება, ჩვენ ვხედავთ, რომ ოჯახური, საყოფაცხოვრებო კონფლიქტების გაზრდის რისკი არსებობს და ამ მიმართულებით სამართალდამცავმა ორგანოებმა აქტიურად უნდა იმუშაონ, რათა დანაშაულის აღკვეთა შევძლოთ და ეფექტიანი რეაგირება მოვახდინოთ მსგავს დანაშაულებებზე იმიტომ, რომ ფაქტობრივად საზოგადოებაში მობილობა ძალიან შემცირებულია. ბევრ ადამიანს უწევს სახლში ყოფნა, შესაბამისად, კონფლიქტების ალბათობა გაზრდილია. ვხედავთ, რომ ეს არა მხოლოდ საქართველოშია, მსოფლიოშიც ზოგადად ოჯახური, საყოფაცხოვრებო კონფლიქტების რაოდენობა საკმაოდ დიდი პროცენტით არის მომატებული. 2021 წელს, ვიდრე პანდემია არ დასრულდება და შეზღუდვები არ მოიხსნება, ეს პრობლემა აქტუალური იქნება. ამ მიმართულებით ყურადღებით უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

Facebook Comments
x

Check Also

გიორგი ბარამიძე – ადრე ქვეყნის მტერს და მის დამქაშს ტყვიას ესროდნენ და დღეს თურმე ნაგვის დაყრა გახდა უბედურება?

ადრე ქვეყნის მტერს და მის დამქაშს ტყვიას ესროდნენ და დღეს თურმე ნაგვის დაყრა გახდა უბედურება? ...