Home » მთავარი » ირმა ინაშვილი: გლეხობა თავს გრძნობს მოტყუებულად!

ირმა ინაშვილი: გლეხობა თავს გრძნობს მოტყუებულად!

ირმა ინაშვილი

-„ყველა პლენარული სხდომა ისე უნდა იწყებოდეს, რომ დეპუტატებმა გააჟღერონ მათი რეგიონის პრობლემები…

გურიისა და აჭარის რეგიონის სოფლების მოსახლეობამ მომაწოდეს ინფორმაცია, რომ გლეხობას შესაძლოა გადასაყრელი გაუხდეს დაახლოებით ოცდაათი ათასი ტონა ციტრუსი გურიაში და დაახლოებით სამოცდაათი ათასი ტონა ციტრუსი აჭარაში. ეს ნიშნავს რომ უამრავი ადამიანის ოჯახი განადგურდება… როგორც მეუბნებიამ, ხელისუფლება წინასაარჩევნოდ პირდებოდა მათ რომ 1კილოგრამ ციტრუსში დაახლოებით 70 თეთრს გადაიხდიდა, ეს არ მოხდა და გლეხობა თავს გრძნობს მოტყუებულად, დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტრო მეციტრუსეებს სთავაზობს 10 თეთრი გადაუხადონ უხარისხო ციტრუსში და 20 თეთრი ხარისხიანში, დაპირებილი თანხა კი ორჯერ მეტი იყო.

იმედი მაქვს ხელისუფლება იმოქმედებს ისე, რომ ციტრუსი არ იქნეს გადაყრილი და კიდევ ათობით ოჯახი არ ჩავარდეს სავალალო მდგომარეობაში“

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. მარინა ეზუგბაია -8 ახალი კოვიდინფიცირებიდან, ...