Home » მთავარი » ირმა ხეცურიანს მოპოვებული ოქრო მინისტრმა კლინიკაში მიულოცა

ირმა ხეცურიანს მოპოვებული ოქრო მინისტრმა კლინიკაში მიულოცა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა დღეს საქართველოს 2016 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი, მსოფლიო თასის მორიგ ეტაპში გამარჯვებული, მოფარიკავე ირმა ხეცურიანი „ნიუ ჰოსპიტალსში“ მოინახულა. მინისტრთან ერთად ირმას მისი თანაგუნდელი ნინა თიბილაშვილიც ესტუმრა.

ირმამ მსოფლიო თასის მორიგი ეტაპი პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მოიგო. ფინალში მან მაღალი სიცხით იასპარეზა და ავადმყოფობის მიუხედავად, ტაილანდელი მეტოქე 15:8 დაამარცხა. ქართველმა პარასპორტსმენმა კარიერაში მეექვსედ მოიგო მსოფლიო თასის ეტაპი. ეს მისი მეორე გამარჯვებაა მიმდინარე სეზონში – მარტში ირმამ იტალიის ქალაქ პიზაშიც გაიმარჯვა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სპორტსმენის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც ირმას სარეაბილიტაციო კურსის გავლა საავადმყოფოში მოუხდა.

ირმასთან ერთად პოლონეთში წარმატებას მიაღწია ნინო თიბილაშვილმაც, რომელმაც ოქროს და ვერცხლის მედლები მოიგო.

„პოლონეთში მართლაც მძიმე მდგომარეობაში ვიყავი, თუმცა ვძლიე საკუთარ თავს და ოქროს მედალი მოვიპოვე. ძალიან გამიხარდა მინისტრის სტუმრობა. მსურს მადლობა გადავუხადო მას ამ ყურადღებისთვის“, – განაცხადა ირმა ხეცურიანმა.

 

Facebook Comments
x

Check Also

“მთავრობამ შიმშილისგანაც უნდა დაიცვას სახლში დარჩენილი მოსახლეობა”

საქართველოს მთავრობის მიერ საყოველთაო კარანტინის გამოცხადებას “ერთიანი საქართველოს” ლიდერი ეხმაურება და ამბობს, რომ მოსახლეობის უმეტესობა ...