Home » მთავარი » „ირონიაა, რომ მამა გიორგი ელოდება სასამართლოს და არა დაზარალებულად ცნობილი შორენა თეთრუაშვილი”

„ირონიაა, რომ მამა გიორგი ელოდება სასამართლოს და არა დაზარალებულად ცნობილი შორენა თეთრუაშვილი”

როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, განცხადებით, პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეში დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას თქმით, თეთრუაშვილმა ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა, თუმცა თავად იურისტი დაკითხვას არ ესწრებოდა  და მისთვის უცნობია კონკრეტულად თუ რა კითხვები ჰქონდა გამოძიებას.

დეკანოზის ადვოკატის გიორგი ფანცულაიასგან ვიგებთ, რომ დეკანოზი თეთრუაშვილის ჩვენებას გაეცნო. ჩვენება ე.წ. მატროსოვის ციხეში ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ შეუტანა.

”გავაცანი პროკურატურის მიერ ახლადგადმოცემული მტკიცებულებები, მათ შორის შორენა თეთრუაშვილის ჩვენება. ამ მასალების გაცნობის შემდეგ დეკანოზი კიდევ უფრო მყარად გრძნობს თავს იმ გაგებით, რომ თავს მიიჩნევს უდანაშაულოდ, ვინაიდან არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მის დანაშაულს ამტკიცებს. შორენა თეთრუაშვილთან დაკავშირებით არა მარტო დაცვის, არამედ, პირველ რიგში, მამა გიორგი მამალაძის განწყობაა ირონიული, რომ ის არის დღეს ბრალდებული და პატიმარი, ის ელოდება დღეს სასამართლოს და არა დაზარალებულად ცნობილი შორენა თეთრუაშვილი” – განაცხადა ადვოკატმა.

Facebook Comments
x

Check Also

პროკურატურა 20-21 ივნისის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

გენერალურმა პროკურატურამ 20-21 ივნისის საქმეზე  დაშავებული  მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად ცნო. ...