Home » ექსკლუზივი » ირწმუნეთ საკუთარი თავის! – გოგონებო, თქვენს დღეს გილოცავთ!

ირწმუნეთ საკუთარი თავის! – გოგონებო, თქვენს დღეს გილოცავთ!

ბლოგი

თამთა მეგრელიშვილი

14686120_1276500269067561_230895999_n

11 ოქტომბერს გოგონების საერთაშორისო დღეა

ამ დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს გოგონათა უფლებების აღიარებას, დაცვას, განათლების ხელშეწყობასა და მათი შესაძლებლობების გაზრდას.

დღეს მსოფლიო სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას ბავშვთა უფლებები წარმოადგენს, პრობლემათა იერარქია კონკრეტულ ქვეყანაში განვითარების დონის მიხედვით იცვლება.

ჯერ კიდევ არსებობენ ბავშვები, რომლებიც იხოცებიან შიმშილით, უწყლობით, არასათანადო ჯანდაცვის სისტემით, არსებობენ გოგონები, რომლებიც საკუთარი ნების მიუხედავად ხდებიან გარიგებების, ადრეული ქორწინებისა თუ პროსტიტუციის მსხვერპლნი.

ხშირად მათი ქვეყნად მოვლინებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება და მშობელთა კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, ამას ცხადყოფს არაერთი სტატისტიკური მონაცემი – ყოველწლიურად სულ უფრო ნაკლები გოგო იბადება, რაც გენდერული ნიშნით სქესის სელექციითაა გამოწვეული, ასევე ადრეულ ასაკში ქორწინების (საკუთარი სურვილითა თუ ძალადობით) გამო ყოველ წლიურად მილიონობით გოგო წყვეტს განათლების მიღებას და ხშირ შემთხვევაში საკუთარი ნებით ხელბორკილს ადებს საკუთარ შესაძლებლობებსა და მომავალ ცხოვრებას. ამ ფორმატში რთულია ამოწურო ამ მხრივ არსებული პრობლემები, თუმცა მე მაინც მინდა გითხრა შენ! ხო, შენ! ჩემო, გოგო!

დაიმახსოვრე! ყველა მოზარდ გოგონას აქვს უფლება უსაფრთხოდ და წარმატებით მიაღწიოს სრულწლოვანების ასაკს და ისარგებლოს ყველა იმ შესაძლებლობებით, რომელიც მას ეკუთვნის, დე!

დრო სწრაფად გადის, გიყურებ და დღითიდღე ვგრძნობ როგორ იცვლება შენი დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ, უყურებ რა ჩემს ბრძოლას, შრომას, სწრაფვას წინსვლისაკენ, შენ ამბობ -“ ყოჩაღ, დე!”

სკოლიდან მოსული მიყვები მომხდარის შესახებ, მე გარიგებ, ხშირად გაქებ, ამაყიც ვარ და გპასუხობ -“ყოჩაღ, დე!”

როგორ ემსგავსება ერთმანეთს ჩვენი სიტყვები, დღითიდღე ერთმანეთს ვსწავლობთ, დე!

ქუჩაში თანატოლებივით დავდივართ, ვსაუბრობთ ყველაფერზე, გააზრებულად ვმსჯელობთ და გადაწყვეტილებებს ერთად ვიღებთ, დე!

შენგ გჯერა ჩემი, მე კი გიქმნი გარემოს, რომ საკუთარი ძალის ირწმუნო შენც!

ხშირად ვფიქრობ რა შეიძლება მოგცე, რა ვისწავლო და გასწავლო შენც, რათა შეძლო ის, რაც ჯერ მეც ვერ შევძელი, დე!

მე მინდა შენ უსაფრთხოდ და წარმატებით მიაღწიო სრულწლოვანების ასაკს და ისარგებლო ყველა არსებული შესაძლებლობით, დე!

მე მინდა შენთან ერთად ყველა შენს თანატოლს ჰქონდეს საშუალება მიიღოს განათლება, შეიძინოს საჭირო უნარ-ჩვევები და მხოლოდ ამის შემდეგ გააზრებულ ასაკში იფიქრო ოჯახზე და შვილებზე, დე!

მე მინდა შენ იმ მსოფლიო მოსახლეობის ღირსეული წევრი იყო, სადაც საერთო კეთილდღეობისათვის ერთიანდებიან, ფიქრობენ ბავშვებზე და იბრძვიან ერთმანეთის ღირსეული მომავლისათვის, დე!

მინდა გრძნობდე პასუხისმგებლობას – იაზრებდე რას ნიშნავს იყო გოგო, ქალი და დედა, დე!

მინდა გიყვარდეს ადამიანები! გიყვარდეს სიცოცხლე და მაგალითი მისცე ყველა გოგოს შენი განვლილი და გასავლელი ნაბიჯებით, დე!

შენთან ერთად ვულოცავ ყველა გოგოს “გოგონების საერთაშორისო დღეს!”

თქვენ გოგონები ხართ! სიცოცხლისა და სიყვარულის საწყისიცა და გამგრძელებლებიც, გაიღიმეთ და უფალს მადლობა შესწირეთ იმ დიდი მადლისათვის, რასაც დედობის სახით გარგუნებთ!

ირწმუნეთ საკუთარი თავის და გაიაზრეთ ცხოვრების ყველა ეტაპზე გადასადგმელი პატარა ნაბიჯები, მათ დიდი შედეგები მოაქვთ, დე!

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“რაც არასდროს არ მითქვამს…”

ინტერპელაციის წესით პარლამენტში მიწვეულმა პრემიერმა ოპოზიციის კრიტიკას უპასუხა იმასთან დაკავშირებით, რომ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის მიუხედავად, საქართველოს ...