Home » მთავარი » ისევ ბორჯომი – შემაშფოთებელი კი არა უკვე საგანგაშო მდგომარეობა!

ისევ ბორჯომი – შემაშფოთებელი კი არა უკვე საგანგაშო მდგომარეობა!

ჩვენ ჯერ კიდევ 20 ივლისს ვწერდით, რომ ბორჯომში, „კომპოზიტორთა სახლის“ ტერიტორიაზე ხეები იჭრებოდა. მაშინ ფეისბუქ-მომხმარებელმა შოთა გოგოძე ბორჯომში ხეების მოჭრის ფაქტის ამსახველი ფოტო და  ვიდეო მასალა სოციალური სელით გაავრცელა.

იხ: http://www.geomediatv.ge/%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9B-%E1%83%AD%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%9D%E1%83%9B/

ახლა კი მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ისევ ბორჯომში, “კომპოზიტორთა სახლის” ტერიტორიაზე მოჭრილი ხეების შესახებ წერს.

“ცოტა ხნის წინ წამოვედი ბორჯომიდან, წამოსვლის წინ კი “კომპოზიტორთა სახლში” ავიარე, სადაც მთელი ბავშვობა ვისვენებდი ოჯახთან ერთად. იქ მისულს კი აი ეს სანახაობა დამხვდა – მოჭრილი ხეები, რომელიც როგორც დაცვამ მითხრა, ძლიერმა ქარიშხალმა წააქცია და ამიტომ მოჭრეს (რისიც არ მჯერა-ამდენი ხე ერთდროულად როგორ შეიძლებოდა წაქცეულიყო?…) მოკლედ, გული ჩამწყდა რასაც ჰქვია და თან უზომოდ გავბრაზდი – ის, რითიც ცნობილია ბორჯომი, როგორც ჩანს ნელ-ნელა ნადგურდება… კომპოზიტორთა სახლს რაც შეეხება, ის დღეს წართმეულია და ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის” .

  ქეთი ბროძელი კი სოფელ ტაძრისზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს:

-„ხალხი ხეების ჭრითაა დასაქმებული 25 წელია. უმოწყალოდ იჩეხება და ამის შედეგია, რომ ბორჯომის მიმდებარე სოფლების უდაბური ტყეებიდან ცარიელი მინდვრები და მოტიტვლებული მთები დარჩა. ასეა სოფელ ტაძრისიც, იქ დღესაც ორი სამხერხაო მუშაობს და სიმწრით გადარჩენილ ნორჩ ნაძვებს ჭრიან და ხერხავენ. ხალხი ამბობს, რომ (რამდენად ნამდვილია ვერ გეტყვით) ერთ სამხერხაოს რეგიონის გამგებელი, ხოლო მეორეს სოფლის მოძღვარი განაგებსო….ეს თუ ასეა , მაშინ გამოსავალი სადააა ???“

სამწუხაროდ, ისევ უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა გროვდება!

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“საოცარი ფენომენია ქართველ ებრაელთა დამოკიდებულება ქართველების მიმართ და პირიქით…”

დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიაში, თემაზე “ ქართულ – ებრაულ ურთიერთობებში განათლებისა და კულტურის მიმართულების განვითარების ...