Home » მთავარი » ისლამურ ქვეყნებში ტერორიზმს 200 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

ისლამურ ქვეყნებში ტერორიზმს 200 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

ისლამურ ქვეყნებში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ტერაქტების დროს 200 ათასი ადამიანი დაიღუპა.  ტერორიზმის შედეგად მიყენებულმა ზარალმა კი ამ სახელმწიფოებში 350 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა.  ყველაზე მეტი მსხვერპლი, გარდაცვლილთა 70% ერაყის, ავღანეთის, ნიგერიის და პაკისტანის მაცხოვრებლებზე მოდის. მონაცემებს ისლამის ქვეყნების ანტიტერორისტული კოალიცია აქვეყნებს.

ანტიტერორისტული ორგანიზაცია საუდის არაბეთში 2015 წლის დეკემბერში  შეიქმნა. ამჟამად სამხედრო ალიანსში 41 სახელმწიფო შედის. მათ შორის ყველაზე მეტი სუნიტური ქვეყნებია. ირანმა, ერაყმა და სირიამ ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.

Facebook Comments
x

Check Also

ირაკლი პეტრიაშვილმა ალბანეთის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების გაერთიანების კონგრესში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და ამავდროულად პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) პრეზიდენტი ალბანეთში სპეციალური მიწვევით ...