Home » მთავარი » ისრაელი და პალესტინა დიდი დაპირისპირების ზღვარზე

ისრაელი და პალესტინა დიდი დაპირისპირების ზღვარზე

ღაზას სექტორში პალესტინელებსა და ისრაელელ პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს, ერთი პალესტინელი დაიღუპა. ინფორმაციას Washington Post-ი ავრცელებს.

ღაზას სექტორში საპროტესტო აქციები რადიკალური გაერთიანება „ჰამასის“ მოწოდებით დაიწყო, რაც დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას მოჰყვა. „ჰამასი“, რომელსაც ისრაელი და აშშ ტერორისტულ ორგანიზაციად აცხადებს, ისრაელს ომით დაემუქრა.

შეტაკებები მიმდინარეობს იორდანიის დასავლეთ სანაპიროზე. საერთო ჯამში 230-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

 

Facebook Comments
x

Check Also

დადასტურებული ახალი შემთხვევებიდან ე.წ. კლასტერი ცნობილია

ყველა ის პირი, რომელთაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდათ, ხუთ კლინიკაშია გადაყვანილი და ყველა მათგანის კლასტერი ცნობილია. ...