Home » მთავარი » „ისტორია მეორდება, კოჰაბიტირებულმა „მტრის ხატმა“ ამჯერადაც კარგად იმუშავა“

„ისტორია მეორდება, კოჰაბიტირებულმა „მტრის ხატმა“ ამჯერადაც კარგად იმუშავა“

„ერეკლე მეორეს საზოგადოების“ თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძე 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს ეხმიანება და ამბობს, რომ „ისტორია მეორდება“. ჭყოიძის განცხადებით, 2020 წლის არჩევნებამდე ცვლილებას არ ელის, თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ ყველა მთავრობაში მყოფი სახეები მაშინაც ვიხილით.

-„ჩემო მეგობრებო, ისტორია მეორდება! ოცნებას და ნაციონალებს არ დასჭირვებიათ არჩევნებში გასამარჯვებლად ახალი ველოსიპედის გამოგონება. წარმატების მისაღწევად ადგნენ და უბრალოდ შექმნეს ერთმანეთის მიმართებით მტრის ხატი, რამაც კარგად იმუშავა, თუმცა საავტორო უფლებას ამ გამოგონებაზე ნამდვილად ვერ მიიღებენ. ამ ხერხს 90-იან წლებში ორჯერ მიმართეს ედუარდ შევარდნაძემ და ასლან აბაშიძემ არჩევნების დროს და მესამედაც აპირებდნენ ამ მეთოდის გამოყენებას, თუმცა მესამედ ნაცადმა ხერხმა უკვე აღარ გაჭრა. მგონი იგივე იქნება 2020 წლის არჩევნებშიც, სადაც, ჩემი აზრით, აბსოლუტურად სხვა პოლიტიკური ძალა მოვა ქვეყნის სათავეში, შეცვლილი სტრატეგიითა და პოლიტიკით, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ყველა დროის “გმირები” მათ რიგებში კვლავ ბლომად იყვნენ!..“

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

სტამბოლში საარჩევნო უბანი არ გაიხსნა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობისას სტამბოლში საარჩევნო უბანი არ გაიხსნა. როგორც ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენელი ...