Home » მთავარი » “ის არაადამიანური მოპყრობები ნაციონალებისთვის ყოფილა ოჯახის დისკომფორტი”

“ის არაადამიანური მოპყრობები ნაციონალებისთვის ყოფილა ოჯახის დისკომფორტი”

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს ყოფილი ძალოვნის გუშინდელ ინტერვიუს ეხმაურება და ვანო მერაბიშვილს სააკაშვილის კლასტერის მთავარ ხერხემლად მოიხსენიებს.

„ის მკვლელობები, დარბევა, წამება, არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესის წართმევა მათთვის ყოფილა მხოლოდ ოჯახის დისკომფორტი და  სპეცრაზმების მოუმზადებლობა, უფრო მეტიც მეტიც, იქამდეც კი მივიდნენ, რომ თურმე ოპოზიცია დგამდა წამების სცენებს ციხეებში. თეორიულად რომ დავუშვათ და ხელისუფლებაში მოვიდნენ, ამ ხალხმა მერაბიშვილის სახით გვითხრა, რომ ჩვეულებრივად გააგრძელებენ ისევე ცხოვრებას, რადგან  არ თვლიდნენ მათ მიერ ჩადენილ საქმეებს დანაშაულად. ეს არის მათი რეალური დამოკიდებულება ქვეყნის, ხალხის და იმ ათასობით ადამიანის მიმართ, რომლებიც აწამეს და არაადამიანურ პირობებში ამყოფეს“, – აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

Facebook Comments
x

Check Also

აქცია “შემახე ამნისტია” რეგიონებში გაგრძელდება – 3 ივნისი, ბათუმი

მოძრაობა “შემახე ამნისტიამ” რუსთაველის მეტროსთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა საკანონმდებლო ორგანოსგან ფართომასშტაბიანი ამნისტიის მიღებაა. ...