Home » ეს საინტერესოა » ის სხვანაირი თბილისი და თითო “ყლუპი” ვისკი დიდუბის პანთეონში…

ის სხვანაირი თბილისი და თითო “ყლუპი” ვისკი დიდუბის პანთეონში…

თამაზ ჭეიშვილი

წამოხვალ,თითო ,,ყლუპი,, ვისკი წავუქციოთ ბიჭებს?
___________________________________

– ალო…თამაზ,პრივეტ!
– რომელი ხარ?
– რა არის,შენ კიდევ ჩემი ხმა ვეღარ დაიმახსოვრე? თამაზი ვარ მეჭიაური!
– ვა,სეხნი! როგორ ხარ?რას შვება შენი ვირუსი?
– თავს არ მანებებს!წამოხვალ?დიდუბეში,პანთეონში, გავიდეთ.
– რა ხდება?
– არაფერი,რა უნდა ხდებოდეს?უბრალოდ,საფლვების ნახვა მომინდა… აი,ის კინო ვნახე,მედეა ჯაფარიძე და მეღვინეთუხუცესი რომ თამაშობენ… მხატვარი რომ ბინას გადაცვლის ძველ თბილისში.მაგ ფილმმა ,,პანთეონის ნახვის,, გუნებაზე დამაყენა.ზურას თითო ყლუპი ვისკი წავუქციოთ…სხვებსაც.
– გაციებული ხარ,ქარია…
– ,,გაციებულები,, ისინი არიან… ჩვენ ,,თბილები ვართ,,…ჯერჯერობით.
____
კვირა დღეა მაგრამ დიდუბის ეკლასიის წინ ,გამზირზე ავტომობილის გასაჩერებელ ადგილს ვერე იპოვი.ბოლოს მაინც მივაგენი ,,ერთ მტკაველს,,.
ვიდრე მე ავტომობილს ,,ვაბინავებდი,, თამაზი ეკლესიაში შევიდა,სანთელი დაანთო.
___
თეა შომახია,თამაზის ყოფილი თანამშრომელი ,თამაზი, მისი ძველი ნაცნობი კაცი და მე პანთეონში შევდივართ.
გურანდა გაბუნია წამოგვეწია.მივესალმეთ…გამოველაპარაკეთ…

15241285_1104789042975139_5198478520006508620_n
– რატომ არ არის ისე,როცა ერთი მეუღლე მიდის,უფალმა მეორეც წაიყვანოს, სატანჯველად რომ არ დატოვოს!-ოხრავს ქალი.
მინდა გასამხნევებელი ვუთხრა, ვანუგეშო…სიტყვებს ვერ ვპოულობ.თამაზი რაღაცას ეკითხება.გურანდა თავის დარდებზე გვიყვება.
– ამ პანთეონით ვცხოვრობ…თაეტრში კი დავდივარ,ვმუშაობ,მაგრამ მაგასაც თუ მუშაობა და ცხოვრება ჰქვია… ღმერთო,რა დაგიშავე?
ცივი ქარი ქროდა და საყელო წამოვიწიე.
– აჰა,ესეც,ზურას საფლავი.- მათარას თავი მოხადა . საფლავზე დაღვარა ვისკი – გაანათლოს!
– გაანათლოს!- მეც წავუქციე.მერე მეღვინეთუხუცესი, რამაზ ჩხიკვაძეც ,,დავაფასეთ,, .. გომელაურიც. გიზო ნიშნინიძის საფლავზე ეწერა -,,იყო – დან არაიყორა – მდე,,…
– აი ეს არის ჩვენი ცხოვრება,,იყო და არა იყორა,,! – ჩურჩულით ამბობს თამაზი.

15267801_1104743976312979_8983039201816526760_n 15327438_1131742540208373_4918026358930446802_n
– სიკვდილის შესატყვისი, გარდაცვალება,მხოლოდ ქართველებს გვაქვს,სხვაგან არსად გამიგია!- ,,ფილოსოფოსობას,, ვიწყებ.
– გარდაცვალება,სულის დაბადებაა! – ეხლა,მეჭიაური ,,ფილოსოფოსობს,,.
– ქუდი მაინც დაგეხურა! ხედავ რა ქარია!
– ცხოვრებაში არ დამიხურავს!
უკვე ბინდდებოდა და პანთეონის კარებს კეტავდა დარაჯი.
– ბატონო თამაზ,როგორ ბრძანდებით?-ძველი ძმაკაცივით ართმევს ხელს დარაჯი.- პარლამენტიდან არ უნდა წამოსულიყავით!
-არ უნდა წამოვსულიყავი?- ეცინება.
გარეთ ხალხი მიდი მოდის,თამაზ მეჭიაურს ყველა ცნობს და გამვლელები უღიმიან …
ქარმა უფრო დაუბერა…

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ოკუპირებულმა აფხაზეთმა ჟენევაში ინტერესების დასადგენად პროგრამა დაამტკიცა

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო  მინისტრთა კაბინეტმა  ჟენევაში აფხაზეთის ინტერესების დასადგენად უწყებათაშორისი მიზნობრივი პროგრამა დაამტკიცა. პროგრამა ოკუპირებული ...