Home » მთავარი » იტალიაში მატარებლის ამოტრიალების შედეგად არიან დაღუპულები

იტალიაში მატარებლის ამოტრიალების შედეგად არიან დაღუპულები

 

ტრაგედია მოხდა იტალიაში, მილანი-ბოლონიის სარკინიგზო მაგისტრალზე. ჩქაროსნული მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა და ამოტრიალდა.

გარდაიცვალა ორივე მემანქანე, 27 მგზავრი კი მძიმედ დაშავდა.

შემთხვევა დილით ადრე, ლოდის რეგიონში, ქალაქ ლივრაგასთან მოხდა.  ჩქაროსნული მატარებელი „ფრეჩა როსა“ მილანიდან სალერნოს მიმართულებით მიდიოდა.

ჯერჯერობით უცნობია ტრაგედიის მიზეზი.

 

Facebook Comments
x

Check Also

ჯანმო დამქირავებლებს მოუწოდებს ამ რეკომენდაციების შემცველი პოსტერები სამუშაო ადგილზე ჩამოკიდონ 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციებს იძლევა, თუ როგორ უნდა მოხდეს კორონავირუსის გავრცელების პრევენცია სამუშაო ადგილას. ინფორმაცია ...