Home » მთავარი » იქნებ ვინმემ გააგებინოთ მურუსიძეს და მის მოსამართლეებს, რომ სულხანი აღარ არის და საქმე დახურონ!

იქნებ ვინმემ გააგებინოთ მურუსიძეს და მის მოსამართლეებს, რომ სულხანი აღარ არის და საქმე დახურონ!

წავა თუ არა სულხან მოლაშვილის ძმა, თორნიკე მოლაშვილი პოლიტიკაში? რა აიძულებს მას, რომ ეს ნაბიჯი გადადგას? როგორც თავად ამბობს, დღეს ბევრი პრობლემაა საქართველოში, სამართლიანობის აღდგენა იგვიანებს და არ შეიძლება დაგვიანება.

-„დავიწყოთ სამართლიანობის აღდგენიდან. სააკაშვილის დროს რა ხდებოდა ციხეში, ამაზე დროს არ წაგართმევთ. ერთ ამბავს გეტყვით-ერთ პატიმარს სისხლი სდიოდა და სულხანს შელაპარაკება მოუვიდა ექიმთან. ამ ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღესაც მიმდინარეობს საქმე სულხანის წინააღმდეგ, ციხის ადმინისტრაციაზე თავდასხმის გამო. იქნებ ვინმემ გააგებინოთ მურუსიძეს და მის მოსამართლეებს, რომ სულხან მოლაშვილი სააკაშვილის რეჟიმმა შეიწირა, აღარ არის სულხანი, მოკლეს, გადაიცვალა და იქნებ საქმე მაინც დახურონ!

დღეს ყველაფერი დაგვიანებულია და არ შეიძლება ამდენი დაგვიანება! იმის მაგივრად, რომ ერთ ადგილას იყოს ნაციონალური მოძრაობა შემძრვარი და ხმას ვერ იღებდეს, აქეთ პრეტენზიები აქვთ და პირობებს გვიყენებენ ქართულ საზოგადოებას. ამ ყველაფრის მიზეზი კი კოჰაბიტაციაა, რომ არა ეს ყბადარებული კოჰაბიტაცია, საქარტველო ორი ნაბიჯით წინ იქნებოდა”-აცხადებს თორნიკე მოლაშვილი და ამბობს, რომ თუ ის პოლიტიკაში წავა, პირველი გზავნილი სამართლიანობის სასწრაფოდ აღდგენა იქნება.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარე აქციაზე ქალს ჟანგბადის აპარატი დასჭირდა

ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარე აქციაზე კიდევ ერთი ქალბატონი გახდა ცუდად, მას ჟანგბადის აპარატი დასჭირდა! -ეს უკვე ...