Home » F-vews » იქნებ ნამდვილი სვანი ვაჟკაცების ხილვის შემდეგ საკუთარმა უსუსურობის განცდამ შეაძრწუნა…

იქნებ ნამდვილი სვანი ვაჟკაცების ხილვის შემდეგ საკუთარმა უსუსურობის განცდამ შეაძრწუნა…

ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოს, რომელზეც სვანეთში გაშიშვლებული ტურისტია გამოსახული და სოციალურ ქსელში ატეხილ აჟიოტაჟს როლანა ნიჟარაძე ეხმიანება.

10377152_686663444736831_7917390925402439546_n

-“ვიღაც ტურისტი გაშიშვლებულა სვანეთში, ნაუცბათევად სამახსოვრო ფოტო გადაუღია და მოჰყოლია ამბავს კომენტარების კორიანტელი…

ზოგი გვიკიჟინებს, სვანებო შეეგუეთ თანამედროვე სტანდარტებს, პატივი ეცით ტურისტის უფლებებსა და გამოხატვის თავისუფლებას, აცალეთ შიშველს მზის აბაზანების მიღება, აბა რა გეგონათ, ტურისტია და მაქსიმალურ კომფორტში და თვითნებობაში უნდა ინებივროს, მან ხომ ამისთვის ფინანსური სახსრები გაიღოო?? უმრავლესობა კი სამართლიანი ხუთსართულიანი გინებით ამკობს მაიმუნკაცას…

გახდილ–ჩახდილი სტუმარი თუ ტურისტი მიუღებელია სვანური ადათ–წესის, ტრადიციებისა თუ მენტალიტეტისთვის. ეს ის კუთხეა, სადაც ხმამაღალი შელაპარაკება და ,,საეჭვო მზერაც” კი რიგ შემთხვევაში უპატიებელი და კონფლიქტის საგანი ხდება. ხასიათია, კუთხისთვის დამახასიათებელი სიფიცხეა და მორჩა…ვისთვის სიამაყე, ვისთვის ავი ზნე.

სტუმარ–მასპინძლობა კი განსაკუთრებული იციან სვანებმა. სითბოს და კეთილ დამოკიდებულებას ათმაგი პატივისცემით დაგიბრუნებენ. თავად საოცრად ალალ–მართლებს საპასუხოდაც გულწრფელობის დანახვის სამართლიანი სურვილი აქვთ.

15301161_803193939819462_1637463826_n

ის ტურისტი არამზადაა, ნაკაცარია და არ ღირს სვანების ნერვიულობად. ამ ფოტოთი დასრულდა მისი სვანეთით ტკბობა… ვინ იცის, იქნებ ნამდვილი სვანი ვაჟკაცების ხილვის შემდეგ საკუთარმა უსუსურობის განცდამ შეაძრწუნა და სასოწარკვეთილება ამ ფოტოთი გამოხატა…ან იქნებ ფოტოშოფია და ვიღაც ბოროტად გაერთო…”

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ოკუპირებულმა აფხაზეთმა ჟენევაში ინტერესების დასადგენად პროგრამა დაამტკიცა

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო  მინისტრთა კაბინეტმა  ჟენევაში აფხაზეთის ინტერესების დასადგენად უწყებათაშორისი მიზნობრივი პროგრამა დაამტკიცა. პროგრამა ოკუპირებული ...