Home » მთავარი » იწყება საგამოძიებო სამსახურის რეორგანიზაცია

იწყება საგამოძიებო სამსახურის რეორგანიზაცია

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობას ლევან გამყრელიძე დღეიდან დაიკავებს. მისი თქმით, ის უკვე გაეცნო სტრუქტურის პირად შემადგენლობას და აპირებს ეფექტური მუშაობის გაგრძელებას.

„დღეს მე გავიცანი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პირადი შემადგენლობა. მინდა მოგახსენოთ, რომ იწყება საგამოძიებო სამსახურის რეორგანიზაცია იმისათვის, რომ ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლა გახდეს კიდევ უფრო ეფექტური და სამსახური გაძლიერდეს“, – განაცხადა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალმა უფროსმა ლევან გამყრელიძემ სამსახურის თანამშრომლების წინაშე ოფიციალური წარდგენის შემდეგ.

“ამ სფეროში ჩემი 11-წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, კარგად ვიცი, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მისი შემდგომი განვითარებისთვის. მაქვს ნათელი ხედვა, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს და გაძლიერდეს ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლა და როგორ უნდა გახდეს კიდევ უფრო ეფექტური აღნიშნული უწყების საქმიანობა,“ – განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ლევან გამყრელიძეს მანამდე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოსტი ეკავა. მას აგრეთვე საგამოძიებო სამსახურში მუშაობის 11-წლიანი გამოცდილება აქვს, სადაც ის სხვადასხვა თანამდებობებზე მსახურობდა.

აღნიშნულ თანამდებობაზე მან გიორგი ბადაშვილი შეცვალა, რომელიც კარიერას მთავარ პროკურატურაში გააგრძელებს.

Facebook Comments
x

Check Also

ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარე აქციაზე ქალს ჟანგბადის აპარატი დასჭირდა

ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარე აქციაზე კიდევ ერთი ქალბატონი გახდა ცუდად, მას ჟანგბადის აპარატი დასჭირდა! -ეს უკვე ...