Home » მთავარი » “იწყება ჩვენი ორგანიზებული ევაკუაცია” – გია მაისაშვილი ძლიერ წყალდიდობაში მოყვა

“იწყება ჩვენი ორგანიზებული ევაკუაცია” – გია მაისაშვილი ძლიერ წყალდიდობაში მოყვა

აშშ-ში სამკურნალოდ მყოფი ეკონომისტი გია მაისაშვილი ტეხასში ძლიერ სტიქიაში მოყვა, რის შესახებაც სოციალური ქსელის დახმარებით იუწყება.

“იწყება ჩვენი ორგანიზებული ევაკუაცია, ღამის პირველის ნახევარია. მოზღვავებული სტიქიის ფონზე, ყველაფერი იტბორება, ირგვლივ ყველგან წყალია. ჩემი ხელნაწერები, გადავარჩინე. მე და ჩემი დის პასპორტები ჯიბეში გვიდევს. ყველაფერი სხვა წყალმა წაიღო. მთელი საზოგადოება მობილიზებულია- მეზობელი ეხმარება მეზობელს! აი, სულისკვეთება. სამშვიდობოს გადავდივართ, ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ევაკუაცის მართვა ნავების არმადით მომიწია. ამას ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, ნავიგაციის გაგებაში არ ვარ. გადაუღებელი წვიმაა, არც ერთი სიცოცხლე არ დაგვიკარგავს. ამერიკის ფლოტიდან ხარო? დაბნეული ხალხი კითხულობს. არა, ჯორჯიის ლიდერთა სკოლიდან მეთქი. კრიზისის დროს მთავარი კომპეტენტური ლიდერია და არა გემის მარათვა. არავის ამაში დარწმუნება არ სჭირდება, მისია შესრულებულია. ჩვენს ლიდერთა სკოლას ახალი ქეისი შეემატა. Evacuation has been successfully completed! Neighbors are helping neighbors! Hallelujah!”, – წერს გია მაისაშვილი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments
x

Check Also

პატარა ვირტუოზი ყოველი ჰონორარიდან ბავშვთა სახლის ბავშვებს ყოველთვის გაახარებს…

უკრაინულ ვოისის ქართველი გამარჯვებული ალექსანდრე ზაზარაშვილი ბავშვთა სახლში საჩუქრებით მივიდა და პატარებს კონცერტი ჩაუტარა. აშშ ...