Home » მთავარი » კალაძე: თარხნიშვილი არის ადამიანი, რომელიც ასოცირდება ხმების მოპარვასთან

კალაძე: თარხნიშვილი არის ადამიანი, რომელიც ასოცირდება ხმების მოპარვასთან

”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა, კახი კალაძემ ბოლო პერიოდში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევები შეაფასა და განაცხადა, რომ „ოცნება“ ხალხის მხარდაჭერით გაიმარჯვებს, კვლევებს კი არ ენდობა, რადგან „ისინი ლევან თარხნიშვილის მეუღლის მიერაა შესრულებული. თარხნიშვილი კი ხმების მოპარვასთან ასოცირდება“.

-„კვლევებით ძირითადად, ნაციონალები სპეკულირებენ. ლევან თარხნიშვილი არის ადამიანი, რომელიც ასოცირდება ხმების მოპარვასთან.ჩვენ ძალიან ბევრი შეხვედრები გვაქვს, ძალიან ბევრს დავდივართ მთელი საქართველოს მასშტაბით და ვფიქრობ, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, პარტია ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”, ქართველი ხალხის მხარდაჭერითა და თანადგომით გაიმარჯვებს აბსოლუტური უმრავლესობით და პარლამენტში მოვა საკონსტიტუციო უმრავლესობით. ამის რეალური შესაძლებლობა გააჩნია ამ გუნდს”- განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

საღამოს 21 საათიდან დილის 06.00 საათამდე ცხადდება კომენდანტის საათი

საღამოს 21 საათიდან დილის 06.00 საათამდე ცხადდება კომენდანტის საათი 🎥 ტელეკომპანია GMTV 📺 სილკტვ 286 ...