You are here
კალაძე: რაც მტკვარზე ხდება, სრული კატასტროფაა მთავარი საზოგადოება ყველა სიახლე 

კალაძე: რაც მტკვარზე ხდება, სრული კატასტროფაა

თბილისის მერი კახა კალაძე მტკვრის განვითარების პოტენციალზე საუბრისას, აცხადებს, რომ ის, რაც დღეს მტკვარზე ხდება, “სრული კატასტროფაა”. ამის შესახებ მან კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე ილაპარაკა. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

კალაძის თქმით, მერიის ზედამხედველობის სამსახურს დაევალა, რომ მტკვართან არსებული რამდენიმე ობიექტს დემონტაჟი ჩაუტარდეს.

“მტკვარს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა არა იმ ფორმით, რაც დღეს ხდება. დღეს მტკვარზე არის სრული კატასტროფა. ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა და შესაძლოა ვიღაცას მოსწონდეს, მაგრამ რომ შეხედავ ადამიანს, არ გესიამოვნება. დადიან ხელნაკეთი გემები და არ ვიცი რამდენად დაცულია მათი უსაფრთხოება. თუ იქნება პროექტი, რომ თანამედროვე რაღაც გაკეთდეს მტკვარზე, მერიის მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა და არქიტექტურული და ნებართვების თვალსაზრისით. მიმდინარეობდა რამდენიმე პროექტის განხორციელება, რომელიც სრული სიმახინჯე იყო. მერიის ზედამხედველობის სამსახურს დაევალა, რომ დემონტაჟი განახორციელოს. კიდევ არის რამდენიმე ნავსადგომი დარჩენილი, სადაც რესტორნები და სისულეები აქვთ გაკეთებული, რომელიც ამახინჯებს ძველ თბილისს და იმ არეალს, რომელიც საუკეთესოა ჩვენი ქალაქისთვის”, –  თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

კალაძემ სტუდენტებთან შეხვედრისას ავლაბარში, სამების მიმდებარე ტერიტორიაზე გზის შესაძლო გაფართოების შესახებაც ილაპარაკა.

 

Comments

comments

Related posts