Home » მთავარი » კალაძე: ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ ძალადობრივი რეჟიმი!

კალაძე: ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ ძალადობრივი რეჟიმი!

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველას დაუმტკიცა და აჩვენა-თურმე შესაძლებელი ყოფილა ქვეყნის მართვა ძალადობის, ადამიანების ჩაგვრის, ოჯახების გაუბედურების გარეშე.

„ ჩვენ ერთად ძალიან მძიმე პერიოდი გამოვიარეთ. თითოეულმა ჩვენთაგანმა ძალიან კარგად ვიცით, თუ რას ნიშნავს ბრძოლა. ჩვენ ნამდვილად ამაყები ვართ დღეს, რომ წარსულს ჩავაბარეთ ძალადობრივი რეჟიმი, ჩვენ გაძლევთ პირობას, რომ საქართველოში ვერასდროს   და არასდროს  დაბრუნდებიან ისეთი მთავრობები და ხელისუფლებები, რომლებიც იძალადებენ თავიანთ მოქალაქეებზე, თავიანთ ქვეყნის მოსახლეობაზე“ -აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“საერთო ოპოზიციური მაგიდის ამოცანა არ არის ხელისუფლების დამხობა და დესტაბილიზაცია”

პარტია „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო“ ვანო მერაბიშვილთან ყოველგვარ პოლიტიკურ თანამშრომლობას გამორიცხავს. „სიმართლე გითხრათ, ჩემთვის აბსოლუტურად ...