Home » მედიცინა » კამელინი-თავიდან აგვაცილებს სიმსივნის რეციდივირებასა და მეტასტაზების განვითარებას

კამელინი-თავიდან აგვაცილებს სიმსივნის რეციდივირებასა და მეტასტაზების განვითარებას

პრეპარატი კამელინი ყოველთვის იწვევდა ინტერესს სამედიცინო საზოგადოების მხრიდან,როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

მოგეხსენებათ, 2 წლის წინ უკრაინელი ონკოლოგის ალექსანდრ  ტაცკის ინიციატივითა და ძალისხმევით  უკრაინაში კამელინის 3 ფორმა დარეგისტრდა.   27 სექტემბერს  ქალაქ ლვოვში გაიმართა კამელინისადმი მიძღვნილი სამეცნიერო–პრაქტიკული სემინარი.  ექიმები  სხვადსხვა რეგიონებიდან  უკვე დაინტერესდნენ კამელინით და ამიტომ  უახლოეს მომავალში ანალოგიური სემინარები  ჩატარდება უკრაინის ყველა რეგიონში.

ალექსანდრ ტაცკი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ონკოლოგი, ფონდ „კამელინ–უკრაინას“ პრეზიდენტი.

-ბ-ნო ალექსანდრე, თითქმის 2 წელია რაც კამელინი დარეგისტრირდა უკრაინაში, უკვე იყენებენ მას უკრაინელი ექიმები?

-კამელინის დარეგისტრირებისთანავე  უკრაინაში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია.  უკრაინელი ექიმების წინაშე მოხსენებებით წარდგნენ   ექიმები  საქართველოდან, რომლებიც მონაწილეობდნენ პრეპარატ კამელინის კლინიკურ კვლევებში სხვადასხვა მიმართულებით. ამის შემდეგ დავიწყეთ კამელინის აქტიური გამოყენება სხვადსხვა დაავადებების მქონე პაციენტებში, მათ შორის მძიმე დიაგნოზის-სიმსივნეების დროსაც, საოცრად კარგი შედეგების საფუძველზე  გაჩნდა დიდი ინტერესი აღნიშნული ფაქტები დადასტურებულიყო კლინიკური კვლევებით. შერჩეულ იქნა კიევის რამდენიმე კლინიკა, სადაც განხორციელდა მაღალი სანდოობის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკური კვლევები სამი მიმართულებით: სარძევე ჯირკვლის კიბოს პროფილაქტიკა,  ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტები და  საშვილოსნოს ყელის I და II ხარისხის დისპლაზიები.

-და ყველაზე მთავარი, გაგვაცანით  კლინიკური კვლევების შედეგად მიღებული დასკვნები…

ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტების დროს მკურნალობაში კამელინის ჩართვამ, საკონტროლო ჯგუფთან შედარებით სტატისტიკურად სარწმუნო უკეთესი კლინიკური შედეგი გამოავლინა.  სარძევე ჯირკვლის კიბოს  შემთხვევებში  კამელინი ეფექტური აღმოჩნდა იმუნური ზედამხედველობის გაძლიერებაში, რაც თავიდან აგვაცილებს სიმსივნის რეციდივირებასა და მეტასტაზების განვითარებას. საშვილოსნოს ყელის I და II ხარისხის დისპლაზიების დროს ექიმების განკარგულებაშია პრეპარატი კამელინი, რომელიც აჩქარებს ადამიანის პაპილომავირუსის ელიმინაციას ფერტილური ასაკის ქალებში და მისი  ჩართვა გამართლებულია ეტიოპათოგენეზურად.  

მოამზადა მაია ცომაიამ

კამელინი იყიდება ყველა აფთიაქში!  გაიცემა ურეცეპტოდ!

ტელეფონი: 2-98-62-25 (ოფისი);  599 23 03 33;  599 33 10 89  

Facebook Comments
x

Check Also

“ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ”

თბილისში, ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციების ფორუმი – “ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ” მიმდინარეობს. ღონისძიება ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის ...