Home » მედიცინა » “კამელინი“ ნატურალური, სრულიად უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა პრეპარატია

“კამელინი“ ნატურალური, სრულიად უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა პრეპარატია

R

ქირურგის ბატონ ბენედიქტე (ძაგული) მაღლაკელიძის მიერ შექმნილმა პრეპარატმა “კამელინმა” დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი ფარმაცევტულ ბაზარზე. განუზომლად დიდია მისი  ღვაწლი ქართული სამედიცინო მეცნიერების განვითარების საქმეში. სისხლის გადასხმისა და ქირურგიის ინსტიტუტებში აქტიური სამეცნიერო-პრაქტიკული მოღვაწეობის პერიოდში, ბატონმა ძაგულიმ დეტალურად შეისწავლა თაფლის სამკურნალო თვისებები, რითიც ფასდაუდებელი ღვაწლი გასწია მკურნალობის ეფექტური  მეთოდების შემუშავების მიმართულებით.  ის  მრავალი სამეცნიერო შრომისა და მონოგრაფიის ავტორია.

ბენედიქტე მაღლაკელიძის მიერ შექმნილმა პრეპარატმა „კამელინმა“ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში იხსნა უამრავი ადამიანის  სიცოცხლე.  მადლიერმა ქართველმა ერმა ბენედიქტე მაღლაკელიძე დაასახელა ყველა დროის 100 უდიდეს ქართველთა შორის.  საქართველოში არცერთ პრეპარატს არ ჰქონია პატივი, გაევლო ისეთი დონის სამეცნიერო–კლინიკური კლვევები, როგორიც “კამელინს” ხვდა წილად.

“კამელინი“ გამოირჩევა უნივერსალური მოქმედების მექანიზმით ვირუსულ, სოკოვან, გინეკოლოგიურ, ონკოლოგიურ და სხვა დაავადებებთან მიმართებაში.

გვესაუბრება კომპანიაკამელინისექიმითამარ ცერცვაძე:

–პრველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ “კამელინი“ 100 %–ით ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა პრეპარატია, არატოქსიკური, ჰიპოალერგიულია, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, მარეგენერირებელი, ანტისეპტიკური, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, არეგულირებს იმუნური სისტემის მუშაობას, აძლიერებს იმუნომოდულატორულ აქტივობას.
ტერმინი „იმუნიტეტი“ ნიშნავს დაავადებებისგან განთავისუფლებას, ანუ ორგანიზმის დამცველობითი მექანიზმების ჩართვას ნებისმიერი, მისთვის უცხო მიკროორგანიზმების და უჯრედების მიმართ, რომლებიც ყოველდღიურად „უტევენ“ ჯანმრთელ ორგანიზმს. მოკლედ იმუნური სისტემა განაპირობებს ორგანიზმში უჯრედულ წონასწორობას. სამწუხაროდ, გარემოში მრავლადაა ორგანიზმის დამცველობით უნარზე უარყოფითად მოქმედი ფაქტორები, მაგალითად კომპიუტერული გამოსხივების მავნე ზემოქმედება, ორგანიზმის გადაძაბვა, დაბინძურებული გარემო, გადაციება, დამწვრობა, სისხლის დაკარგვა, ტრამვები,  ასაკის მატება, არასრულფასოვანი კვება, ალკოჰოლიზმი, დიაბეტი და სხვა, რაც დამატებით დატვირთვას წარმოადგენს იმუნური სისტემისათვის, იწვევს მის დაქვეითებას. დასუსტებულ  იმუნურ სისტემას უფრო ადვილად და სწრაფად ერევა სხვადასხვა ინფექციები. ამ დროს საჭიროა იმუნომოდულატორების ჩართვა. ეს ის პრეპარატებია, რომლებიც არეგულირებენ იმუნური სისტემის მუშაობას. სწორედ უნიკალური თვისებების ბუნებრივი წარმოშობის უძლიერესი იმუნომოდულატორია „კამელინი“, რაც დადასტურდა მონრეალის და ბერნის უნივერსიტეტების კვლევებით.

ამ თვისებების გამო „კამელინი“, როგორც იმუნომოდულატორი შესაძლებელია გამოვიყენოთ მწვავე და ქრონიკული ინფექციების, სიმსივნური და  ალერგიული დაავადებების სამკურნალოდ. ასევე მისი გამოყენება ფართოდ შეიძლება კანის, რბილი ქსოვილების ჩირქოვანი და ხანგრძლივად შეუხორცებელი ჭრილობების, ტროფიული წყლულების, ყველა სახის დამწვრობების (მათ შორის მზის) დროს. აქვე მინდა ხაზი გაუსვა, მზით გარუჯვის შემდეგ პრობლემა რომ არ შეექმნას თქვენს ჯანმრთელობას, თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ „კამელინ–მ 3“ მალამო, რომელიც  დაცვასთან ერთად  კანს გახდის ელასტიურს, აღადგენს დაზიანებულ უჯრედებს და გაგიძლიერებთ ადგილობრივ იმუნიტეტს. დამწვრობა იწვევს ორგანიზმის ძლიერ იმუნოდეპრესიას, რომელიც კორელაციაშია დამწვრობის ხარისხზე, სიღრმესა და და გავრცელებაზე. დამწვრობის მოქმედება იმუნურ სისტემაზე და „კამელინის“ ეფექტურობა დამწვრობით გამოწვეულ დაავადებებზე იმუნური თვალსაზრისით შეისწავლა სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის იმუნორეაბილიტაციის განყოფილების გამგემ, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ბორის კორსანტიამ. კვლევების საფუძველზე დადასტურებულ იქნა  კამელინოთერაპიის მაღალი თერაპიული ეფექტი და უპირატესობა სხვა ტრაციულ მკურნალობასთან მიმართებაში, ასევე იმუნური სისტემის სრული ნორმალიზაცია. ამიტომ უმჯობესია მთის და ზღვის კურორტებზე დასვენებისას თან იქონიოთ „კამელინის“ უნიკალური მალამო.

„კამელინი“ფართოდ გამოიყენება ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი ინფექციების, ასევე ვაგინალური, საშვილოსნოს ყელის ანთებითი დაავადებების, საშვილოსნოს ყელის ეროზიების, ფიბრომატოზულ–კისტოზური მასტოპათიების, სახსრების დისტროფიულ–დეგენერაციული დაავადებების შემთხვევაში. სახსრების ხრტილოვანი ფუნქციონირებისთვის მეტად მნიშვნელოვანია ბუნებრივი ორგანული მჟავები, რომლითაც მართლაც ძალიან მდიდარია „კამელინი“. მისი მიღებისას ეს ნივთიერებები უშუალოდ ერთვებიან ხრტილოვანი ქსოვილის მშენებლობის პროცესში, რის შედეგადაც ხდება ტკივილების კუპირება,  შეზღუდული მოძრაობა მკვეთრად უმჯობესდება. „კამელინი ’ გამოიყენება ასევე პროსტატიტების, პროსტატის ადენომის, პროქტოტების, სწორი ნაწლავის ნეხეთქების, ბუასილის დროს. განსაკუთრებით ხაზს ვუსვამ იმას, რომ „კამელინს“ არ გამოუვლენია გვერდითი მოვლენა, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია ფარმაკოლოგიასა და მედიცინაში.

მოამზადა მაია ცომაიამ

 კამელინთანდაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღება და კონსულტაცია უფასოა, დარეკეთ:
2-98-57-78; 2-93-20-87; 2-98-62-25 (
ოფისი);  599 33 10 89;  599 23 03 33; 597 76 97 40
www. Camelyn.ge

ფოსტა: info@camelyn.ge

 

Facebook Comments
x

Check Also

თავდაცვის სამინისტრო აუდიტის დასკვნას ეხმაურება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყება განმარტავს, რომ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ...