Home » მედიცინა » „კამელინი“- სამამულო თაფლის პირველი პროდუქტი საინსტილაციო ფორმით

„კამელინი“- სამამულო თაფლის პირველი პროდუქტი საინსტილაციო ფორმით

ქართული წარმოების პრეპარატ “კამელინის” 5 ფორმა  “კამელინ მ 1” – საინექციო ხსნარი, “კამელინ მ 2” – კაფსულა, “კამელინ მ 3” – მალამო, “კამელინ მ 4 ” – რექტალურ-ვაგინალური სანთლები და “კამელინფლუ” – სპრეი გამოიყენება სიმსივნური დაავადებების, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების, გინეკოლოგიური, პროქტოლოგიური, სახსრების დეგენერაციულ – დისტროფიული და სხვა დაავადებების დროს. 

თამაზ მურთაზაშვილიფარმაცევტული ფაკულტეტის, ფარმაცევტული და ტოქსიკოლოგიური ქიმიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი

–ანტიოქსიდანტები ორგანიზმის ჯანმრთელობაში გადამწყვეტ როლს თამაშობენ. ანტიოქსიდანტი არის მოლეკულათა ჯგუფი, რომელიც ხელს უშლის ან ანელებს სხვა მოლეკულების დაჟანგვის პროცესს. ორგანიზმში ჟანგვითი პროცესები ბუნებრივი სასიცოცხლო აუცილებლობაა, თუმცა ამ პროცესს თან ახლავს ე.წ. ”თავისუფალი რადიკალების” წარმოქმნა. თავისუფალი რადიკალები იწვევენ ჯაჭვურ რეაქციას და აზიანებენ უჯრედებს. სწორედ უჯრედების დაზიანება იწვევს ორგანიზმში არასასურველი მოვლენების განვითარებას, სწრაფ დაბერებას და დაავადებებს, როგორიცაა კიბო, გულსისხლძარღვთა სისტემის და სხვა პათოლოგიები. თავისუფალი რადიკალების სიჭარბე დამღუპველად მოქმედებს ორგანიზმზე, მათი დიდი რაოდენობა განაპირობებს ნორმალური ფიზიოლოგიური პროცესების შეფერხებას. მიუხედავად იმისა,  რომ საკვები პროდუქტები შეიცავენ ანტიოქსიდანტებს, მაგალითად თაფლს დიდი ხანია იყენებენ მედიცინის სხვადასხვა სფეროში, მაგრამ სამამულო თაფლის პროდუქტი საინსტილაციო ფორმით ჯერ არ ყოფილა წამოდგენილი. დღეს შესაძლებელია ემპრიულად გამოცდილი ნედლეული მომხმარებლისთვის შეთავაზებული იყოს ისეთი ფორმით, როდესაც დაცული იქნება პრეპარატის წარმოების ყველა ფარმაკოლოგიური მოქმედება. პრეპარატი „კამელინი“ თაფლიდან გამოყოფილი ნახშირწყლების ფრაქციიდან მიიღება და ძლიერი იმუნომოდულაციური თვისებებით გამოირჩევა, ამიტომ ჩვენ ამ მიმართულებით ინვიტრო კვლევა ვაწარმოეთ. კვლევის მიზანს შეადგენდა „კამელინის“ ანტიოქსიდანტური აქტივობის შესწავლა DPPH რეაქტივთან სპექტროფოტომეტრული მეთოდით.

ექსპერიმენტებში გამოყენებული იქნა კამელინის ხუთივე ფორმის პრეპარატი, მაგრამ აქცენტი „კამელინ 2“ კაფსულებზე გავამახვილეთ. კვლევებიდან გამომდინარე ვასკვნით, რომ ზრდასრულ ადამიანებში (ანტიოქსიდანტური ნივთიერებების მოთხოვნის საშუალო სადღეღამისო ნორმა 360 მგ–ს შეადგენს)

კამელინის 2–3 კაფსულა სრულიად უზრუნველყოფს ორგანიზმის ანტიოქსიდანტურ მოთხოვნებს.

“კამელინთან” დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღება დაკონსულტაცია უფასოა,

დარეკეთ:
2-98-57-78; 2-93-20-87; 2-98-62-25 (ოფისი);

599 33 10 89; 599 23 03 33;  597769740; 599580907
www. camelyn.ge      
fosta: info@camelyn.ge

www. Camelyn.ge   

Facebook Comments
x

Check Also

ქართველი მწერალი პარიზულ გამოცემებში…

პრესტიჟულმა პარიზულმა ონლაინ გამომცემლობამ “Edition999” გამოაქვეყნა მწერლისა და პოეტის გია ჯიჭონაიას “კოლხური კირბები”-ს ინგლისურად თარგმნილი ...